ზუგდიდში "შინ ევროპისკენ” ფარგლებში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის მონაწილეებს მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი დაუპირისპირდა

ზუგდიდში სახალხო მოძრაობის "შინ ევროპისკენ” ფარგლებში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიისას ინციდენტი მოხდა.

შეხვედრის მონაწილეებსა და მოქალაქეთა ნაწილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და ფიზიკური შეხლა-შემოხლა იყო.

როგორც კამპანიის ორგანიზატორები აცხადებენ, მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირები მათ მთელი დღის განმავლობაში დაჰყვებოდნენ და მოსახლეობასთან შეხვედრების ჩაშლას ცდილობდნენ.

ისინი შს სამინისტროს და მმართველ გუნდს მოუწოდებენ, რომ აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირება მოახდინონ.

ვხედავთ, რომ არა მარტო ზუგდიდში არამედ სხვა ქალაქებშიც დგას იგივე პრობლემა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ვიტყვი, რომ ჩვენი მოქალაქეებთან შეხვედრის მიზანია, ვესაუბროთ იმ სიკეთეებზე რაც მოაქვს ევროკავშირთან დაახლოებას. იმ მოთხოვნებზე, რაც წაგვიყენა ევროპამ, რაც არის შესასრულებელი, რომ გავხდეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფო, ამ საკითხებზე სალაპარაკოდ მოვედით მოსახლეობასთან. მე ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებთანაც არის სასაუბრო, ვინც ხელის შეშლას ცდილობდა ჩვენთვის. იმიტომ, რომ მათთვისაც კეთდება ის რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ. ეს ადამიანები არიან მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირები. მთელი დღეა ცდილობენ ჩვენთვის ხელის შეშლას, თუმცა დღევანდელი შეხვედრები ძალიან კარგად ჩატარდა და რასაც ჩვენ ვხედავთ მოსახლეობის უმეტესობის განწყობა არის პოზიტიური საქართველოს ევროპული არჩევანის მიმართ",- განაცხადა კამპანიის მონაწილემ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ.

კამპანიის ფარგლებში სახალხო მოძრაობის წევრები რამდენიმე ლოკაციაზე შეხვდნენ მოსახლეობას. მცირე ინციდენტებს ადგილი ჰქონდა დღეს დილით და გუშინ გამართულ შეხვედრაზეც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა