ანონსი 1 ივლისი

1 ივლისს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "საგარეო ვალის დეფოლტი რუსეთში. როგორ იმოქმედებს ის რუსეთზე და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს გლობალურ ეკონომიკაზე.

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები საქართველოში."

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო : 593 53 45 24

1 ივლისს, 11:00 საათზე, „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის" პრეზიდენტი „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი; რაზე არსებობს ვაკანსიები და რატომ ჩამოგვყავს უცხოელი სპეციალისტები; ვალდებულებები ევროკავშირის სტატუსის მისაღებად და სად გვაქვს ჩავარდნა.

მის: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599 72 65 65

1 ივლისს, 12:00 საათზე, ლისის ტბაზე, თბილისის სკოლების მოსწავლეთა მათემატიკური მარათონი გაიმართება. ღონისძიება ტარდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამისა და საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომლობით.

მის: ლისის ტბის ცენტრალური პარკინგის მიმდებარე ტერიტორია ("დანკინ დონატსის" უკან)

საკონტაქტო პირი: ეკა კაპანაძე 595504244

1 ივლისს, 14.00 საათზე, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება.

1 ივლისს, 15:00 საათზე, ჰანოვერის უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის დოქტორი კირსტენ მიულერ-ვალი, კანაფის მედიცინაში გამოყენების შესახებ შეხვედრას გამართავს.

მის: გიორგი წერეთელის ქუჩა 1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, G106 აუდიტორია.

საკონტაქტო: 598468174

1 ივლისს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ტრაგიკულად დაღუპული პოლკოვნიკისა და პოეტის - პაატა მახარაძის (ბართოლომეო) შემოქმედებითი საღამო გაიმართება, სადაც წარდგენილი იქნება პოეტის ორი წიგნი "გარიგება სიკვდილთან" და "ხილვა".

მონაწილეობას მიიღებენ: პაატა მახარაძის და - ცნობილი მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძე და ცნობილი კომპოზიტორი უვე ბერკემერი, პიანისტი ლიკა რამიშვილი და მგალობელ ქალთა ტრიო.

საკონტაქტო: 599589818

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის