ლენტეხის მერია -  მჟავე წყლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ლენტეხის მუნიციპალიტეტში მჟავე წყლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ჩასხმულია კოშკისა და მაჩუბის საძირკვლი (ფუნდამენტი) და მიმდინარეობს კედლების ამოყვანა-მოპირკეთების სამუშაოები. ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა, მერის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ლევან ლიპარტელიანთან ერთად დაათვალიერეს.

„პროექტის ფარგლებში მოეწყობა კოშკი-მაჩუბით, გაკეთდება ალაყაფის კარი, კეთილმოეწყობა სკვერი, ავტოსადგომი, საპირფარეშოები, ფანჩატური-მოსასვენებელი ადგილი და გამწვანდება მიმდებარე ტერიტორია.

პროექტი 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა, რომლის ღირებულება 1 200 000 ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2022 წლის აგვისტოს თვეში იგეგმება. ამ ეტაპისთვის შესრულებულია სამუშაოების 50%”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა