თურქეთი სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაციას განახორციელებს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება „გაგებით“ შეხვდება. ასეთი გამოცდილება ანკარას გააჩნია. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ჩვენ არ ჩავატარებთ ოპერაციას, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება ვერ გაიგებს. ჩავატარებთ ოპერაციას „იმ ენაზე“, რომელიც ესმის საერთაშორისო საზოგადოებას. თურქეთს ამ საკითხში სერიოზული გამოცდილება გააჩნია. ამაზე წუხილი საჭირო არ არის“, - განაცხადა ერდოღანმა მადრიდში, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ მიიღებს საერთაშორისო საზოგადოება თურქეთის მიერ დაგეგმილ ოპერაციას სირიის ჩრდილოეთში.
მანამდე თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ ანკარა მზად, არის სირიის ჩრდილოეთში ახალი სამხედრო ოპერაციისთვის, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიწყოს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"