მიხეილ სარჯველაძე - თუ იმის მტკიცებას აპირებს ვინმე, რომ უმიზეზოდ მივარდნენ და ვინმემ ვინმე გალახა, ამას არავინ დაიჯერებს - არის ხოლმე, როცა შეიძლება, ვეღარ მოითმინო, ვეღარ შეიკავო თავი

თუ იმის მტკიცებას აპირებს ვინმე იქიდან, რომ უმიზეზოდ მივარდნენ და ვინმემ ვინმე გალახა, ამას რასაკვირველია, უბრალოდ,­ არც დაიჯერებს არავინ, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სარჯველაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილსა და „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელს შორის მომხდარ ინციდენტს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, მომხდარი ისე არ უნდა წარმოჩნდეს, რომ მივარდნენ ადამიანები და იძალადეს მასზე, რა აპროვოცირებს ეს უნდა ითქვას“.

„მე უშუალოდ არ შევსწრებივარ ამას, მაგრამ გაკეთდა კომენტარები და აიხსნა, რომ იქ ადგილი ჰქონდა რაღაც ისეთ პროვოკაციას, რომლის სიტყვებსაც მე ნამდვილად ვერ გავიმეორებ. შეიძლება ამ დროს ადამიანმა ვერ მოითმინოს და მოხდეს კონფლიქტი. როგორც ჩანს, ამასთან გვქონდა საქმე. ცუდია, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი ინციდენტია, რთულია როცა საქმე გვაქვს ასეთი ტიპის პროვოკაციებთან და შემდეგ ბუნებრივია, რომ ამას ცუდი რეაქცია შეიძლება მოჰყვეს, ადამიანური ფაქტორია ეს, ბუნებრივია.

ძალადობაზე როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ კარგია, ზოგადად თავშეკავება ჯობია, არის ხოლმე, როცა შეიძლება ვეღარ მოითმინო, ვეღარ შეიკავო თავი. თუ იმის მტკიცებას აპირებს ვინმე იქიდან, რომ უმიზეზოდ მივარდნენ და ვინმემ ვინმე გალახა, ამას რასაკვირველია უბრალოდ არც დაიჯერებს არავინ. ასე ნუ წარმოვაჩენთ, რომ მივარდნენ ადამიანები და იძალადეს მასზე, რა აპროვოცირებს ეს უნდა ითქვას, ეს არის მნიშვნელოვანი. ეს არ არის სასიამოვნო საყურებელი, სასიამოვნო ამბავი, მაგრამ ეს არის უბრალოდ ფაქტი, რაც მოხდა დანარჩენი უნდა შეაფასოს საზოგადოებამ, ეს არის და ეს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, „ტვ. პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვატო წერეთელის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ, "ქართული ოცნების" სხვა დეპუტატები.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

მიხეილ სარჯველაძე - თუ იმის მტკიცებას აპირებს ვინმე, რომ უმიზეზოდ მივარდნენ და ვინმემ ვინმე გალახა, ამას არავინ დაიჯერებს - არის ხოლმე, როცა შეიძლება, ვეღარ მოითმინო, ვეღარ შეიკავო თავი

თუ იმის მტკიცებას აპირებს ვინმე იქიდან, რომ უმიზეზოდ მივარდნენ და ვინმემ ვინმე გალახა, ამას რასაკვირველია, უბრალოდ,­ არც დაიჯერებს არავინ, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სარჯველაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილსა და „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელს შორის მომხდარ ინციდენტს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, მომხდარი ისე არ უნდა წარმოჩნდეს, რომ მივარდნენ ადამიანები და იძალადეს მასზე, რა აპროვოცირებს ეს უნდა ითქვას“.

„მე უშუალოდ არ შევსწრებივარ ამას, მაგრამ გაკეთდა კომენტარები და აიხსნა, რომ იქ ადგილი ჰქონდა რაღაც ისეთ პროვოკაციას, რომლის სიტყვებსაც მე ნამდვილად ვერ გავიმეორებ. შეიძლება ამ დროს ადამიანმა ვერ მოითმინოს და მოხდეს კონფლიქტი. როგორც ჩანს, ამასთან გვქონდა საქმე. ცუდია, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი ინციდენტია, რთულია როცა საქმე გვაქვს ასეთი ტიპის პროვოკაციებთან და შემდეგ ბუნებრივია, რომ ამას ცუდი რეაქცია შეიძლება მოჰყვეს, ადამიანური ფაქტორია ეს, ბუნებრივია.

ძალადობაზე როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ კარგია, ზოგადად თავშეკავება ჯობია, არის ხოლმე, როცა შეიძლება ვეღარ მოითმინო, ვეღარ შეიკავო თავი. თუ იმის მტკიცებას აპირებს ვინმე იქიდან, რომ უმიზეზოდ მივარდნენ და ვინმემ ვინმე გალახა, ამას რასაკვირველია უბრალოდ არც დაიჯერებს არავინ. ასე ნუ წარმოვაჩენთ, რომ მივარდნენ ადამიანები და იძალადეს მასზე, რა აპროვოცირებს ეს უნდა ითქვას, ეს არის მნიშვნელოვანი. ეს არ არის სასიამოვნო საყურებელი, სასიამოვნო ამბავი, მაგრამ ეს არის უბრალოდ ფაქტი, რაც მოხდა დანარჩენი უნდა შეაფასოს საზოგადოებამ, ეს არის და ეს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, „ტვ. პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვატო წერეთელის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ, "ქართული ოცნების" სხვა დეპუტატები.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა