მამუკა მდინარაძე - წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს - დედის გინება ყველაზე ბინძური და ამაზრზენი ფორმით

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, აშშ-ის საელჩოში მომხდართან დაკავშირებით მხოლოდ ორი ვერსიაა და სიმართლეა, რომ წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს, კერძოდ: დედის გინება ყველაზე ბინძური და ამაზრზენი ფორმით.

მისი თქმით,"ნაციონალური მოძრაობის" და მათი ტელევიზიების ლიდერებზე "პროვოკატორი, ანტიეროვნული, ანტიევროპული და საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის მწარმოებელი ხალხი", არ არსებობს.

"მხოლოდ ორი ვერსია გვაქვს:

ვერსია 1: წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს (დედის გინება ყველაზე ბინძური და ამაზრზენი ფორმით), გაეცალა მყისიერად და ძალიან მალე თანმხლებ ახალგაზრდა ქალთან ერთად, ჭიქით ხელში კვლავ მიუახლოვდა, რითაც ის შეგნებულად, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე(!), წავიდა უმძიმეს პროვოკაციაზე, რასაც საბოლოოდ მათ შორის დაპირისპირება მოყვა.

ვერსია 2: ამერიკის საელჩოში მიღებაზე სტუმრად მისულმა ოთხმა დეპუტატმა, დაინახეს, რა "ტვ"- ის დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი, მივარდნენ მას და უმიზეზოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

დასკვნები უმარტივესი გამოსატანია!

როგორი მართალიც არის მეორე ვერსია, ისეთივე მართლები არიან სულ "ნაციონალური მოძრაობის" და მათი ტელევიზიების ლიდერები.

ასევე უნდათ საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანება.

ასევე განიცდიან თავისი სამშობლოს ტკივილს.

ასეთივე სიმართლით იბრძვიან...

სინამდვილეში კი, არ არსებობს მათზე პროვოკატორი, ანტიეროვნული, ანტიევროპული და საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის მწარმოებელი ხალხი (იხ. ვერსია და სიმართლე #1)!",- წერს მდინარაძე Facebook-ზე.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვატო წერეთლის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ, "ქართული ოცნების" სხვა დეპუტატები. „ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და „მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს