„წისქვილი მცხეთაში“ – „წისქვილი ჯგუფის“ სარესტორნო ქსელს დღეიდან კიდევ ერთი გამორჩეული რესტორანი ემატება

მრავალფეროვანი გემოებით მდიდარი ქართული სამზარეულო, შთამბეჭდავი ხედები და მაღალი ხარისხის მომსახურება - ყველაფერი ეს „წისქვილი ჯგუფის“ კიდევ ერთ გამორჩეულ რესტორანში დაგხვდებათ, რომელიც 1-ელ ივლისს მცხეთაში გაიხსნება.

რესტორანი „წისქვილი მცხეთაში“ მდებარეობს სვეტიცხოვლის ქვაფენილი გზის მარჯვენა მხარეს. „წისქვილი მცხეთაში“ სხვადასხვა ტერასებად მოწყობილი სივრცეა, რომელიც ქართული სტუმარ-მასპინძლობის გამორჩეულ გამოცდილებას გაზიარებთ.

„წისქვილი მცხეთაში“ დაგხვდებათ ქართულ ეთნოგრაფიულ სტილში შესრულებული გარემო. მთავარი სარესტორნო დარბაზის გარდა, სტუმრებს ელოდება მეგრული ოდა და გრილის სივრცე, სადაც შეფ-მზარეული თქვენს თვალწინ მოამზადებს მადისაღმძვრელ და განსხვავებულ კერძებს.

წისქვილი მცხეთაშიკონცეპტუალურად მიყვება იმ სტილს, რაც წისქვილი ჯგუფის რესტორნებს აქვს - ეთნო სტილი და მუზეუმ რესტორნის კონცეფცია. გამომდინარე იქიდან, რომ რესტორანი მცხეთაშია, ძალიან ბევრი უცხოელი სტუმარი გვეყოლება, დატვირთვა იქნება ზაფხულზე, აქედან გამომდინარე არის ბევრი ღია, გამწვანებული ტერასა, სადაც ჩვენს მომხმარებლებს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად დასვენების შესაძლებლობა ექნებათ. გარე სივრცეში, მტკვრის პირას არის ბარის ზონდა სხვადასხვა შოუ-პროგრამით დატვირთული სასცენო სივრცეები. ასევე, ჩვენს სტუმრებს შეეძლებათ, კერძების მოლოდინის დროს კატერი გაისეირნონ მტკვარზე და მთებისა და ჯვრის მონასტრის ულამაზესი ხედებით დატკბნენ“,- აცხადებსწისქვილი ჯგუფისაღმასრულებელი დირექტორი გიორგი შველიძე.

კომპლექსში ასევე შეგხვდებათ ქართული ღვინის მარანი, რომლის ძველებური იერსახე დროში გამოგზაურებთ და გაგიცოცხლებთ ღვინის კულტურის ისტორიას, საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებულ ქვევრის ტრადიციასა და წინაპრების ღირებულებებს. მარანში ასევე შეძლებთ საკოლექციო საცავიდან სხვადასხვა, უნიკალური ღვინოების დაგემოვნებას.

გვაქვს მარანი, რომელიც ცენტრალური დარბაზს ემიჯნება. აქ ჩაშენებულია უზარმაზარი ქვევრები, სადაც არის ქართული, უძველესი ყურძნის ჯიშებისგან დაწურული უნიკალური, საკოლექციო ღვინოები. აქვეა სადეგუსტაციო სივრცეც, სადაც ჩვენს სტუმრებს შეეძლებათ, ქართული ღვინოები დააგემოვნონ. ასევე, გვაქვს მტკვრის მიერ გამოჭრილი ბუნებრივი გამოქვაბული, რომელიც მარანს ემიჯნება და სადაც ასევე ინახება ღვინოების ნაწილი.

ადამიანებს, რომლებიც საქართველოს სტუმრობენ და სურთ, ეზიარონ ნამდვილ ქართულს, შეეძლებათ ჩვენთან დააგემოვნონ როგორც ქართული ტრადიციული კერძები (მენიუში ყველა კუთხის ტრადიციული საუკეთესო კერძებია თავმოყრილი), ასევე უნიკალური ქართული ღვინის სახეობები და მოხვდნენ ქართულ ეთნო გარემოში.

გელით - ჩვენ დაუვიწყარი მოგონებების, არაჩვეულებრივი გემოებისა და შთამბეჭდავი სანახაობის ნაზავს გთავაზობთ მცხეთაში“,- განაცხადა გიორგი შველიძემ.

„წისქვილი ჯგუფი“ ქართულ ბაზარზე 2002 წლიდან მოღვაწეობს და მომხმარებელს ყოველთვის გამორჩეულ გარემოს, მომსახურებასა და კერძებს სთავაზობს. ჩვენთან, მრავალფეროვანი გემოებით მდიდარი ქართული სამზარეულო ჰარმონიაშია ეთნო სტილში გადაწყვეტილ გარემოსთან. 20 წელია, რაც კომპანია ავითარებს ქსელს და დღეს უკვე 6 დიდი სარესტორნო კომპლექსით არის წარმოდგენილი - ამ ხნის განმავლობაში მოვემსახურეთ 3 მილიონამდე ქართველ და უცხოელ სტუმარს.

მცხეთაში „წისქვილი ჯგუფმა“ 100 ადამიანი დაასაქმა. სამომავლოდ კიდევ არაერთი სასიამოვნო სიახლე იგეგმება. წისქვილის სარესტორნო კომპლექსი ახლა უკვე მცხეთაშიც განაგრძობს, იყოს საუკეთესო მასპინძელი და ღირსეულად წარმოაჩინოს ნამდვილი ქართული.

(R)

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა