იაგო ხვიჩია ოხანაშვილი-წერეთლის დაპირისპირებაზე - გული მწყდება, რომ ამ ინციდენტს არ შევსწრებივარ - ამერიკის ტერიტორიაზე ჩხუბი მისაბაძი საქციელი არ არის, საქართველოს ტერიტორიაზე სჯობდა

ამერიკის საელჩოში იჩხუბა ხალხმა და რეგიონებში ჩხუბი რას გააკვირვებს “ქოც-ნაცურ” ნარატივს ან ვინმეს?! - მე რომ უცხოელი დამკვირვებელი ვიყო ამ პროცესის, ჩავთვლიდი, რომ მეხუმრებიან, როცა ჩემს საუბარს დეპოლარიზაციაზე ყოველ დღე უპირისპირებენ შეგნებულ პოლარიზაციას, - ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც ერთი მხრივ, აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტს, მეორე მხრივ კი, რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმებს გამოეხმაურა.

ხვიჩიას თქმით, ძალადობა დასაგმობია, განსაკუთრებით, როცა ეს მეგობარი ქვეყნის საელჩოს ტერიტორიაზე ხდება.

„ძალიან გული მწყდება, რომ ამ ინციდენტს არ შევსწრებივარ, ამიტომ მიჭირს ამაზე საუბარი. ამერიკის ტერიტორიაზე ჩხუბი მისაბაძი საქციელი არ არის, საქართველოს ტერიტორიაზე სჯობდა. მე არ ვიცი, რამდენად გვქონდა ძალადობასთან საქმე, არ შევსწრებივარ. ძალადობა რა თქმა უნდა, დასაგმობია და ორჯერ და ათჯერ მეტად არის დასაგმობი ისეთ ადგილას, სადაც ეს ძალადობა მოხდა, თუ მოხდა. ჩხუბი და ხელის დარტყმა მეგობარი ქვეყნის მიღებაზე კარგი ამბავი არ არის,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვატო წერეთლის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ, "ქართული ოცნების" სხვა დეპუტატები.

„ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და „მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო