პაატა მანჯგალაძე - მეც მქონდა ინციდენტი, მაგრამ თავის მართლება არ დამიწყია - ამას გამართლება არ აქვს და ანრი ოხანაშვილს ბოდიშის მოხდას ვურჩევ

როცა ავტოკრატი ხელისუფლება ძალაუფლების დაკარგვის სიოს გრძნობს, იქცევა ისე ამაზრზენად, როგორც იქცევა „ქართული ოცნება“ - ოხანაშვილს ბოდიშის მოხდას ვურჩევ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარს მედიაზე ზეწოლად განიხილავს.

„შეიძლება ვინმემ თქვას, რომ მეც მქონდა ინციდენტი, მაგრამ მე იმწამსვე ბოდიში მოვუხადე საზოგადოებას და არ დამიწყია თავის მართლება. ამას გამართლება არ აქვს და ანრი ოხანაშვილს და სხვა კოლეგებს ვურჩევ, ვინც ამ ინციდენტში ჩართული იყო, თავის მართლების ნაცვლად, ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას. ჩემი მაგალითიდან გამომდინარე უხერხულ მდგომარეობაში ვარ ადამიანურად, რომ ამაზე კომენტარი მიწევს, ბოდიშის მოხდა საზოგადოებისთვის, გააზრება, რომ აგრესია არ შეიძლება იყოს პოლიტიკის ნაწილი, არის ყველაზე კარგი გამოსავალი. ანრი ოხანაშვილს ამის გაკეთებას ვურჩევ, ვიდრე თავის მართლებას დაიწყებს,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, ეს არის გზავნილი ასევე, რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ქართული ოცნება ყველაფერზე წავა.

„ჩვენთვის არაფერს ნიშნავს არც დასავლეთი, არც ამერიკა და წამსვლელი ვართ ყველაფერზე ძალაუფლების შენარჩუნებისთვის“ - ეს არის გზავნილი და ამას აჟღერებენ ყოველ დღე, როცა ცემენ სტუდენტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და უსწორდებიან ფიზიკურად პოლიტიკოსებს, როცა ავტოკრატი ხელისუფლება ძალაუფლების დაკარგვის სიოს გრძნობს, იქცევა ისე ამაზრზენად, როგორც იქცევა „ქართული ოცნება“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვატო წერეთლის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ, "ქართული ოცნების" სხვა დეპუტატები.

„ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და „მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა