ურსულა ფონ დერ ლაიენი - ახლა უკრაინას ძალიან მკაფიო ევროპული პერსპექტივა აქვს

უკრაინას ახლა აქვს „ძალიან მკაფიო ევროპული პერსპექტივა“ მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, მიანიჭოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი ბლოკში გასაწევრიანებლად, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„უკრაინას ახლა ძალიან მკაფიო ევროპული პერსპექტივა აქვს და უკრაინა არის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა, რაც თითქმის წარმოუდგენელი ჩანდა სულ რაღაც ხუთი თვის წინ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა, რომელმაც უკრაინელ კანონმდებლებს ვიდეოხიდის საშუალებით მიმართა.

მისი თქმით, ეს არის იმ მოძრაობის გამარჯვება, რომელიც „მაიდანზე“ 8 წლის წინ დაიწყო.

„ასე რომ, დღეს უპირველეს ყოვლისა არის მომენტი, ვიზეიმოთ ეს ისტორიული ეტაპი, სიმტკიცისა და შეუპოვრობის გამარჯვება, იმ მოძრაობის გამარჯვება, რომელიც რვა წლის წინ „მაიდანზე“ დაიწყო“, - დასძინა მან.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების გზას დრო დასჭირდება და შრომას მოითხოვს.

„წინ გრძელი გზაა, მაგრამ ევროპა თქვენს გვერდით იქნება ყოველ ნაბიჯზე, იმდენხანს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება, ომის ამ ბნელი დღეებიდან იმ მომენტამდე, როდესაც თქვენ გადაკვეთთ კარს, რომლითაც ევროკავშირში შეაბიჯებთ. შემდგომი ნაბიჯების გადადგმა ხელმისაწვდომია, მაგრამ შრომას მოითხოვს,“- აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ დღეს უკრაინის პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ევროკავშირის დროშა აღმართეს.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს