„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გურჯაანში გაშენებული ხეხილი ექსპორტზე გავიდა

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გურჯაანში გაშენებული ხეხილი ექსპორტზე გავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილობრივი წარმოების გაძლიერების მიზნით, „საქართველოს ბანკი“ ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ხელშეწყობას აგრძელებს. ბანკთან თანამშრომლობით გურჯაანში 4 ჰა-ზე ხეხილის ბაღები გაშენდა, რომლის რეალიზაცია მეზობელ ქვეყნებში განხორციელდა. პროექტი 3.5 ჰა ატმისა და 0.5 ჰა გარგარის ბაღს, ასევე, სამაცივრე მეურნეობას აერთიანებს. ბიზნესი სეზონურად 250 ადამიანს ასაქმებს. ბანკის მხრიდან პროექტის მხარდასაჭერად 443 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია გაიცა.

როგორც მეურნეობის ხელმძღვანელი, შალვა ქართლელიშვილი აღნიშნავს, ამჟამად მოსავლის მოცულობა 70 ტონა ატამს და 7 ტონა გარგარს აღწევს.

„ ბანკთან პარტნიორობით გავმართეთ სამაცივრე მეურნეობა, რომლის მოცულობაც 105 ტონას უტოლდება. შესაბამისად, გავაფართოვეთ წარმოება და დავიწყეთ პროდუქციის მეზობელ ქვეყნებში რეალიზაცია. გარდა ამისა, აქტიურად ვიბარებთ მოსავალს ადგილობრივებისგან და ვცდილობთ, ჩვენი საქმიანობის ფარგლებში დავასაქმოთ გურჯაანის მაცხოვრებლები“, - აცხადებს შალვა ქართლელიშვილი.

როგორც „საქართველოს ბანკის“ მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსი, გიორგი ბოჩიკაშვილი განმარტავს, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერაა.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ხელშეწყობით კიდევ ერთი ქართული ბიზნესი ვითარდება და იწყებს საექსპორტო ბაზრების ათვისებას. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ აგრომეურნეობის სფეროში არსებული პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას, რადგან გვჯერა, რომ მათი განვითარებით მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას“,- განაცხადა გიორგი ბოჩიკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება