პეტრე ცისკარიშვილს, გიორგი ბოტკოველსა და თემურ ჯანაშიას თელავის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრები დაუპირისპირდნენ

თელავის მუნიციპალიტეტში მოძრაობა „შინ ევროპისკენ” წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

თელავის მუნიციპალიტეტში ჩასული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თემურ ჯანაშია, გიორგი ბოტკოველი და პეტრე ცისკარიშვილი ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ, რა დროსაც ადგილზე საკრებულოს წევრები გამოჩნდნენ და პარტიის წევრებს გარკვეული შეკითხვებით მიმართეს.

„ვაპროტესტებთ ამ ქაოსს და ყველაფერს რასაც სჩადიან. ცხვრის ტყავში გადაცმული ხალხის მოტყუება და „დაბოლება“ რა არის? ყველა ერთი ქვეყნის შვილები ვართ და ვთქვათ ის, რაც არის, ვინ რას აკეთებდა და ვის უკან ვინ აღმოჩნდა, კარგად გამოჩნდა“, - აღნიშნა საკრებულოს წევრმა ზურაბ მუსაევმა.

თავის მხრივ პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ქვეყანაში პოლარიზაციას მმართველი გუნდი ქმნის, „ოპოზიცია კი თავის საქმეს ასრულებს“.

„მოსახლეობას ვაცნობთ, რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობა და ევროპასთან დაკავშირებულ სიკეთეს, ასევე ვაცნობთ რას ნიშნავს „ქოციანობა“. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მოხდა ჭაობიდან ქვეყნის ამოყვანა. პოლარიზაციას ქმნის მხოლოდ მთავრობა და ხელისუფლება, ოპოზიცია პოლარიზაციას არ ქმნის, თავის საქმეს აკეთებს“, - აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა