„აპარტ დეველოპმენტმა“ ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა

24 ივნისს, აპარტ დეველოპმენტის ახალი გაყიდვების ოფისისა და პროექტების წარდგენა გაიმართა. ახალი გაყიდვების ოფისის საჭიროება კომპანიის გამსხვილებამ და ბაზარზე მისმა წარმატებამ გამოიწვია.

აპარტ დეველოპმენტის მიერ ძველ თბილისში განხორციელებული პირველი პროექტის დასრულებისთანავე მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა გაიზარდა და ამიტომ კომპანიამ ძველი თბილისის განახლების და განვითარების გეგმა შეიმუშავა. ამ კონცეფციის ფარგლებში კომპანიამ ბუხაიძის ქუჩაზე რამდენიმე პრემიუმ კლასის პროექტის მშენებლობა დაიწყო.

კომპანიას ამ ეტაპზე აქვს 1 დასრულებული (ბუხაიძის 6) და 5 მიმდინარე პროექტი: ოლდ სითი პანორამა, თაღი ძველ თბილისში, ეზო ძველ თბილისში, ბუხაიძის 6ა და სავაჭრო-ცენტრი ფონიჭალა.

„მოგეხსენებათ, ძველ თბილისში იშვიათია ახალი მშენებლობა, რადგან ძველი უბნები, სამწუხაროდ ავარიული შენობებით არის სავსე, რაც ინვესტორისთვის ნაკლებად ხელსაყრელია, თუმცა მე ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, მიყვარს თბილისის ძველებური იერი, რაც მას ასეთ განსაკუთრებულს და გამორჩეულს ხდის სხვა ქალაქებისგან, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, რომ მცირედი წვლილი შევიტანო ქალაქის ურბანულ განვითარებაში.

ამასთანავე, ასეთი უნიკალური, პანორამული ხედი მთელ ქალაქზე, ალბათ არც ერთ სხვა უბანს არ აქვს, როგორც ძველ თბილისს, რაც ჩვენი მაცხოვრებლებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია“, - აპარტ დეველოპმენტის დამფუძნებელი, ბექა ხოფერია.

„საკმაოდ, რთულ პერიოდში დავიწყეთ მოღვაწეობა, ეს იყო პანდემია, როდესაც ბევრი ოფისი პირიქით იხურებოდა და კადრები სამსახურებს კარგავდნენ, ჩვენ შევძელით და ვიპოვეთ იმის რესურსი, რომ გაგვეკეთებინა ახალი პროექტი, შესაბამისად დავასაქმეთ ამ ხნის განმავლობაში 100-ზე მეტი ადამიანი, გაიზარდა მშენებლობის მაშტაბიც და მოთხოვნა მომხმარებლის მხრიდან, ამიტომ გავხსენით ახალი გაყიდვების ოფისი და ვუმანსპინძლეთ ჩვენს პარტნიორ და მეგობარ კომპანიებს, რომლებიც მაქსიმალურად ჩართული არიან ჩვენი კომპანიის განვითარებაში“, - აპარტ დეველოპმენტის აღმასრულებელი დირექტორი, თათა დგებუაძე

აპარტ დეველოპმენტი მშენებლობებს მაღალი სტანდარტების დაცვით აწარმოებს, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიის სამშენებლო ობიექტები კონსტრუქციული და სეისმური მდგრადობით გამოირჩევა. კომპანია მათ ბინადრებს გარდა ძველი თბილისის ხედებისა ისეთ სერვისებს სთავაზობს, როგორიცაა: ღია და დახურული აუზი, ფიტნეს დარბაზი, კაფე-ბარები, საბავშვო მოსასვენებელი სივრცეები და რეკრეაციული ზონა

„ჩვენ თვალწინ ხდება ამ კომპანიის განვითარება. კოვიდ პანდემია ეს არის პერიოდი, როცა ბიზნესი, ზოგადად, გაჩერებულია და პერიოდი, როდესაც აქტივობა ბიზნეს ოპერატორების არის შენებული. აი, სწორედ მაშინ ახერხებს კომპანია განვითარებას და ამით არის დასაფასებელი მისი მენეჯმენტი და პირადად ბექა ხოფერია, რომელმაც პირდაპირ, რომ ვთქვათ ჩვენ თვალ წინ მოახდინა სასწაული, როდესაც ნულიდან დაიწყო და დღეს უკვე ხედავთ რამდენი პროექტის პრეზენტაცია აქვთ მას და მის გუნდს“, - ბიზნეს ასოციაციის დირექტირი, ლევან ვეფხვაძე

კომპანიის სამომავლო მიზანია ხელი შეუწყონ თბილისის ურბანულ განვითარებას, რომელიც სწორედ მისი არქიტექტურული სახის შენარჩუნებას და გაუმჯობესებას გულისხმობს.

„აპარტ დეველოპმენტი“ ძველ თბილისში ახალი ცხოვრების სტილს ამკვიდრებს.

(R)

ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2022
გიორგი კუნაძე - რუსეთის რეჟიმის  კრახი გარდაუვალია, დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია
საქართველოს უძრავი ქონების პირველად ბაზარზე ფასების ცვლილების დინამიკა 2022 წლის ზაფხული (R)
სს ლიბერთი ბანკის საცალო საბანკო საქმის მიმართულების დირექტორად თორნიკე კორძაია დაინიშნა
USAID-ის პროგრამის ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის’’ და  ,,ტრანსფორდის“ ერთობლივი ინიციატივით 43 ადამიანი დასაქმდა