დავით ზილფიმიანი მიმართვას ავრცელებს

რადიკალების ძირითადი შეტევის მიმართულება, ახლა ფოკუსირებულია იმაზე, თუ აქამდე პირდაპირი გადაბრუნების იდეით ვერ ახერხებდნენ ადამიანური რესურსის მობილიზებას და მასობრიობას, ახლა ევროპული ინტეგრაციის იდეის მომხრე გულწრფელი მასის გამოჩენამ რეალური ცდუნება გააჩინა მასის საკუთარი მკრეხელური მიზნის მისაღწევად გამოყენებისთვის, – ამის შესახებ აღნიშნულია დავით ზილფიმიანის მიმართვაში, რომელიც დეპუტატმა სოციალურ ქსელში პირად გვერდზე გაავრცელა.

როგორც ზილფიმიანი აღნიშნავს, საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება, რადიკალური ოპოზიციის მიერ აღქმულია როგორც სიგნალი, რომ ამით ხელისუფლების გადასატრიალებლად მიეცათ კიდევ 6-თვიანი ვადა და ყველა ქმედებას და სვლას სწორედ ამის ფარგლებში ახორციელებენ.

„ტექნიკური მთავრობის იდეის ამ სიტუაციაში შემოტანა სწორედ ამაზე ორიენტირებული სვლა არის. ამის გაკეთება შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, ხელისუფლება რომ იყოს კოალიციური, რომელიც პოლიტიკური შემადგენლობის საკანონმდებლო საკითხებზე ფოკუსირების მიზნით დააკომპლექტებდა ტექნიკურ მთავრობას ერთი საარჩევნო პერიოდის ვადით აღმასრულებელი სეგმენტის გამართული ფუნქციონირებისთვის. ახლა კი გამოდის, რომ ტექნიკურ პროფესიონალებს ეძახი, რათა ექვსი თვით დაგაკომპლექტებთ და რიგგარეშე არჩევნები მოგვიმზადეთო? სრული აბსურდია! თან მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე მთავრობამ მოახერხა და ინარჩუნებს როგორც ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, ასევე ლარის გამყარების ტრენდს და ასეთი ცვლილება ცხადია, ამასაც დააზიანებდა, ყოველ შემთხვევაში საკმაო დროის ხანგრძლივობით.

რადიკალების ძირითადი შეტევის მიმართულება, ახლა ფოკუსირებულია იმაზე, თუ აქამდე პირდაპირი გადაბრუნების იდეით ვერ ახერხებდნენ ადამიანური რესურსის მობილიზებას და მასობრიობას, ახლა ევროპული ინტეგრაციის იდეის მომხრე გულწრფელი მასის გამოჩენამ რეალური ცდუნება გააჩინა მასის საკუთარი მკრეხელური მიზნის მისაღწევად გამოყენებისთვის. ამ მასაში ფარულად დამატებითი იდეის შეცურება გულისხმობს, რომ სწორედ გადატრიალებამ ან ხელისუფლების სასწრაფოდ და რიგგარეშე გადაგდებამ შეიძლება მოუტანოს ხალხს ევროინტეგრაციისკენ გზის გახსნა და ოცნების ახდენა. ანუ „ამათ ევროპას დაგვაშორეს, ჩვენ კი შინ ევროპაში დაგაბრუნებთ“. ეს სვლაც განწირულია ჩავარდნისთვის, რადგან ხალხის პოლიტიკური სიმწიფისა და სიფხიზლის დონე დღეისათვის იმ ნიშნულზეა, რომელიც ამდენწლიანი გამოცდილებით მიიღწევა. ისე თუნდაც უტოპიურად რომ წარმოვიდგინოთ – რადიკალების მიერ გადაბრუნების მიღწევის შემთხვევაში, განხორციელებადი გახდებოდა ის იდეა, რისთვისაც ყოველივე ეს დუღილი არის მოწოდებული, კერძოდ საქართველოს ნებისმიერი ხერხით აქტიურ კონფლიქტში შეყვანა.

მე რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჩვენს მეგობრებს ოფიციალურ ამერიკას და ევროპას საქართველოს ომში ჩათრევა უნდა, მაგრამ ისიც ცხადია, რომ არსებობენ მთელი რიგი ორგანიზაციები და პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ამას ლამობენ. და აი, კვლავაც ვრჩებით ხალხის სიბრძნისა და საზოგადოების კეთილგონიერების იმედად, თორემ ზოგიერთ პოლიტიკოსთა მზაკვრობის და ზოგიერთთა სიბრიყვის იმედად მტერი დარჩეს“, – აღნიშნულია დავით ზილფიმიანის მიმართვაში.

ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2022
გიორგი კუნაძე - რუსეთის რეჟიმის  კრახი გარდაუვალია, დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია
საქართველოს უძრავი ქონების პირველად ბაზარზე ფასების ცვლილების დინამიკა 2022 წლის ზაფხული (R)
სს ლიბერთი ბანკის საცალო საბანკო საქმის მიმართულების დირექტორად თორნიკე კორძაია დაინიშნა
USAID-ის პროგრამის ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის’’ და  ,,ტრანსფორდის“ ერთობლივი ინიციატივით 43 ადამიანი დასაქმდა