უკრაინის პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ევროკავშირის დროშა აღმართეს. დროშა დარბაზში ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, დეპუტატების მქუხარე აპლოდისმენტების ფონზე შეიტანეს და აღმართეს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც პარლამენტში იმყოფებოდა, აღნიშნა, რომ დროშა „არა მხოლოდ ლამაზი სიმბოლო ან ჟესტი, უნდა იყოს, არამედ შეხსენება ხელისუფლების ყველა შტოსთვის, რომ რეფორმები დაუყოვნებლად განახორციელონ“.