„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ჩაჩავა ბოლო დღეებში „შინ ევროპისკენ“ საინფორმაციო კამპანიის ჩაშლის მცდელობის და კამპანიის მონაწილეთა მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფების ფაქტებს ეხმიანება.
როგორც ჩაჩავა აცხადებს, ძალადობის როგორც განმახორციელებელი, ისე წამქეზებელი ნებისმიერი ადამიანი კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯოს.
ჩაჩავა მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, ყველაფერი გააკეთონ, რათა თავიდან იქნას აცილებული ყოველგვარი ძალადობა, ხოლო უკვე მომხდარი სიტყვიერი თუ ფიზიკური ძალადობის შემთხვევები დროულად და ეფექტიანად იქნას გამოძიებული.
„მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის არის უზრუნველყოფილი კონსტიტუციით. ძალადობის როგორც განმახორციელებელი ისე წამქეზებელი, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პირდაპირ და საჯაროდ ძალადობისკენ მოუწოდებს სხვებს უნდა დაისაჯოს კანონის შესაბამისად. ბოლო დღეებია ვაკვირდებით სამოქალაქო მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ კამპანიის ჩაშლისა და დისკრედიტაციის მცდელობებს.
ვრცელდება შემაშფოთებელი ფაქტები კამპანიაში მონაწილე პირებზე ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფისა, რაც არის პირდაპირი კანონდარღვევა, რაზეც ხელისუფლება ვალდებულია მოახდინოს სათანადო რეაგირება. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას - შესაბამის ორგანოებს, პირველ რიგში ყველაფერი გააკეთონ, რათა თავიდან იქნას აცილებული ყოველგვარი ძალადობა, ხოლო უკვე მომხდარი სიტყვიერი თუ ფიზიკური ძალადობის შემთხვევები დროულად და ეფექტიანად იქნას გამოძიებული. მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ საჯაროდ დაგმოს ძალადობა და გაატაროს ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება, რათა არ მოხდეს ძალადობის წახალისება და განმეორება“, - აცხადებს ქეთევან ჩაჩავა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"