სასტუმრო „ვინდჰემ გრანდ თბილისში“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ორგანიზებით, ბრიუსელის ვიზიტის შედეგების განხილვა იმართება

სასტუმრო „ვინდჰემ გრანდ თბილისში“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ორგანიზებით, ბრიუსელის ვიზიტის შედეგების განხილვა იმართება.

შეხვედრას პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან ერთად საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებ ესწრებიან. ასევე იმართება პანელური დისკუსია ქართველ ექსპერტებთან.

პარტიის თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ევროკავშირის მიერ მოწოდებულ 12-ვე პუნქტზე სამუშაოა, თუმცა „მთავარი საკითხია, როგორ ვაიძულოთ ,,ქართული ოცნება” აჰყვეს ხალხის ხმას”.

„დღეს იქნება ექსპერტების ფართო სპექტრი წარმოდგენილი და მათთან ერთად ვიმსჯელებთ გამოსავალი სად არის, რომ გამოსავლის შეჯერება მოხდეს. რა თქმა უნდა, 12-ვე პუნქტზე სამუშაოა, მაგრამ მთავარი საკითხია, როგორ ვაიძულოთ „ქართული ოცნება” აჰყვეს ხალხის ხმას.

უმაღლესი რანგის ვიზიტი და შეხვედრები გვქონდა, როგორც ევროპარლამენტში, ასევე ევროკომისიაში. გზავნილი არის ძალიან კონკრეტული, სამი მთავარი საკითხის გადაჭრა - დეოლიგარქიზაცია, დეკლანიზაცია და დეპოლარიზაცია უნდა მოხდეს ეროვნული თანხმობის მთავრობით, რომელიც არის შეთავაზებული და პოზიტიურად მიიღეს ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა”, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ევროკავშირს არანაირი იმედი არ აქვს, რომ "ქართული ოცნება” ქვეყნისთვის დასახულ რეფორმებს შესრულებს.

,,სამწუხაროდ, ევროკავშირს არანაირი იმედი არ აქვს, რომ ,,ქართული ოცნება” ამ ყველაფერს გააკეთებს იმ ქმედებებიდან გამომდინარე, რასაც ისინი ჩადიან. ჩვენსა და ევროკავშირს შორის მხოლოდ ,,ქართული ოცნება” დგას, რომელსაც უნდა მძიმე სურათი შექმნას”, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო