მარნეულის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე მარნეულში 26 ივნისს მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდნენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მოადგილეებთან ერთად, მარნეულში 26 ივნისს მომხდარი უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდნენ; მოისმინეს მათი საჭიროებები და ერთად განიხილეს პრობლემის გადაჭრის გზები, - ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

როგორც მარნეულის მერი აცხადებს, მუნიციპალიტეტი მოქალაქეთა ინტერესების დასაკმაყოფილებლად კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს.

„26 ივნისს,მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ინტენსიურად ვაგრძელებ კორპუსის მაცხოვრებლებთან შეხვედრას. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პირადად მოვისმინო მათი საჭიროებები და მათთან ერთად განვიხილოთ პრობლემის გადაჭრის გზები. აღვნიშნავ, რომ მერია კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს მოქალაქეთა ინტერესების დასაკმაყოფილებლად. სამწუხაროა, რომ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევით სხვადასხვა დესტრუქციული ჯგუფი მიზანმიმართულად მანიპულირებს. აქვე დავაზუსტებ, რომ ექსპერტიზის რეკომენდაციების შესაბამისად მოქალაქეთა საჭიროებები მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება”, -განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს