პაატა მანჯგალაძე - როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი „მელი მოძღვრად“ გამახსენდა - იგავი იმის შესახებ, თუ რა ემართებათ მათ, ვინც იჯერებს, რომ მელა არის მოძღვარი

როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა - იგავი იმის შესახებ, თუ რა ემართებათ მათ, ვინც იჯერებს, რომ მელა არის მოძღვარი, - ასე ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე მმართველი პარტიის ინიციატივებს.

როგორც მანჯგალაძემ განაცხადა, “ქართულ ოცნებასთან“ დიალოგი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, თუ განაცხადებენ, რომ დეოლიგარქიზაციაზე არიან თანახმა, რაც თავის მხრივ, ძალაუფლებიდან ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილებას გულისხმობს.

„ქართული ოცნების“ არ გვჯერა - ეს განცხადება მუხტის დასაგდებად სჭირდებათ. ირაკლი კობახიძემ პირველ პუნქტად დეპოლარიზება დაასახელა. მე ჩემის მხრიდან ვფიქრობ, რომ თუ დეოლიგარქიზაციაზე არიან თანახმა და ამასთან დაკავშირებით აქვთ გადაწყვეტილი, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას ჩამოცილდეს, საუბარს ამის შემდეგ აზრი აქვს“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების შექმნას გეგმავს.

როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათ შორის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე მუშაობის მიზნით, ასევე, დაკომპლექტდება მონიტორინგის ჯგუფი დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს