კახა ოქრიაშვილი - "ღალატის პარტიას" არ სურს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს, 1 ივლისს, „ოცნებამ“ განაცხადა, რომ იმსჯელებს და დეკემბრისთვის მიიღებს გადაწყვეტილებებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო პირობების შესრულებაზე. როდესაც „ოცნებას“ პარტიული ინტერესი აქვს, გადაწყვეტილებებს ყოველთვის დაჩქარებული საპარლამენტო პროცედურებით იღებს. გავიხსენოთ თუნდაც ბოლო ორი გადაწვეტილება, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.

აშკარაა, რომ საქმე გვაქვს დროის გაწელვის მცდელობასთან. „ღალატის პარტიას“ არ სურს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ქართველი ხალხის 90%-ის მიზანი კი სწორედ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა.

P.S. რაც შეეხება სამოქალაქო პროტესტს, ხშირად მეკითხებიან, რა ხდება მას შემდეგ, რაც რუსთაველზე 100 000 კაცი ვიკრიბებით?! ხდება შემდეგი: შევიკრიბებით პერმანენტულად, თვეში რამდენჯერმე, აგვისტოში - ბათუმში, მანამ, სანამ არ გავხდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი!

ჩვენმა ხალხმა 30-წლიანი გაჭირვება და ომები გამოიარა ამ სანუკვარი მიზნის მისაღწევად და ვერანაირი „ოცნება“ და ოლიგარქი წინ ვერ დაგვიდგება!

3 ივლისს ყველანი რუსთაველზე - ვაჩვენოთ ხალხის კონსტრუქციული, მშვიდობიანი ძალა დესტრუქციულ ოლიგარქს!"-აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2022
გიორგი კუნაძე - რუსეთის რეჟიმის  კრახი გარდაუვალია, დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია
საქართველოს უძრავი ქონების პირველად ბაზარზე ფასების ცვლილების დინამიკა 2022 წლის ზაფხული (R)
სს ლიბერთი ბანკის საცალო საბანკო საქმის მიმართულების დირექტორად თორნიკე კორძაია დაინიშნა
USAID-ის პროგრამის ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის’’ და  ,,ტრანსფორდის“ ერთობლივი ინიციატივით 43 ადამიანი დასაქმდა