ვახტანგ მეგრელიშვილი ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით მმართველი პარტიის შეთავაზებაზე - ჩვენ ნებისმიერ პროცესში აუცილებლად ჩავერთვებით

ჩვენ ნებისმიერ პროცესში აუცილებლად ჩავერთვებით, - აღნიშნული განცხადება „გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის შეთავაზების პასუხად გააკეთა.

მეგრელიშვილის შეფასებით, არსებულ კონტექსტის გათვალისწინებით, პროცესი უმტკივნეულო და მარტივი არ იქნება.

ამასთან, მეგრელიშვილის თქმით, დეპოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფის შექმნის ნაცვლად, უკეთესი იქნებოდა, პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიღებაზე ესაუბრა. როგორც ამ კონტექსტში “გირჩის“ დეპუტატმა განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსი არსებობს და თუ ამ მიმართულებით პროგრესი იქნება, შეიძლება იმაზე ფიქრი, რომ პროგრესის მიღწევა სხვა საკითხებზეც შესაძლებელია.

“არარეალისტურად მეჩვენება, რომ საკითხები, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უნდა განგვეხილა და მიგვეღო, მათი ხარისხიანად მიღება ექვს თვეში იქნება შესაძლებელი. თუ რაიმე შესაძლებლობა იქნება, ამაში ბოლომდე ვიქნებით ჩართული“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

პარტია “ქართული ოცნება“ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად რამდენიმე სამუშაო ჯგუფის შექმნას გეგმავს.

როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მათ შორის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე მუშაობის მიზნით. ასევე დაკომპლექტდება მონიტორინგის ჯგუფი დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო