გიორგი ვაშაძის განცხადებით, პირები, რომლებიც მათ რუსთავში დაუპირისპირდნენ, „ქართული ოცნების“ დავალებას ასრულებენ

რუსთავში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ავრცელებს.

ადგილზე მობილიზებული პირები ოპოზიციონერებისგან ქალაქის დატოვებას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ ოპოზიციას „ომი უნდა“ და ისინი საქართველოს მტრები არიან.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, აღნიშნული პირები „ქართული ოცნების“ დავალებას ასრულებენ.

„ეს ადამიანები არიან პროვოკაციული, ოლიგარქიული რეჟიმის სახე, რომელიც დღეს გველაპარაკებოდა დეპოლარიზებაზე და თქვენ თვითონ ხედავთ... რა აზრი აქვს ამ ხალხთან ლაპარაკს? ცოდოები არიან, არ უნდა გავბრაზდეთ, ევროპაში რომ შევალთ ასეთ დავალებას გარანტიას გაძლევთ ამ ქვეყანაში არავინ აღარ გასცემს, ვერავინ ამას ვეღარ გაბედავს. ამიტომ უნდა შევიდეთ ევროკავშირში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები „შინ ევროპისკენ“ ფარგლებში რუსთავში მოსახლეობას შეხვდნენ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში