ოდესის მერის, გენადი ტრუხანოვის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს ოდესის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
"ხელი მოვაწერე განკარგულებას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის გრიგორი მარაზლის I, II და III ხარისხის საპატიო სამკერდე ნიშნების მინიჭების შესახებ. ამრიგად, ის ოდესის საპატიო მოქალაქე ხდება", - განაცხადა ტრუხანოვმა.
ტრუხანოვმა განმარტა, რომ ჯონსონი პირველი ბრიტანელია, რომელსაც 1962 წლიდან ოდესის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. ამასთან, მერმა დიდი ბრიტანეთის წვლილი აღნიშნა და ფინანსურ და იარაღით დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"