ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 131-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 131-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 131-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ღვარცოფის და გამონატანების გამო, გუშინ, ღამის პერიოდიდან აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.