ბათუმში მეზღვაურის დღე აღინიშნება

ბათუმში მეზღვაურის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. ბათუმის საზღვაო სასწავლებლების კურსანტებმა, საზეიმო მსვლელობა აბაშიძის ქუჩაზე მოაწყვეს, მათთან ერთად, სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობა, მეზღვაურები და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან.

მსვლელობის მონაწილეებმა გვირგვინით შეამკეს იუნკერების საფლავი. საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მეზღვაურებს პროფესიულ დღეს მიულოცავენ და საქართველოს საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდოები გადაეცემათ. ამასთან, ღონისძიების ოფიციალური ნაწილი დასრულდება ზღვაში დაღუპული მეზღვაურებისთვის პატივის მიგების ცერემონიით.

“14:00 საათიდან საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გიმასპინძლებთ ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან, სადაც მოეწყობა საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენელთა სივრცე, საბავშვო გასართობი კუთხეები, ანიმატორებით და მიმებით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით - ქართველი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, „ტექნოპარკი ბათუმის“ შემეცნებით-ტექნოლოგიური პავილიონი, მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბენდი. 20:00 სააათზე, ბულვარში, კოლონადებთან ქართული ნაციონალური ბალეტი - სუხიშვილები ახალი პროგრამით წარსდგება მაყურებლის წინაშე. ღონისძიებებში მონაწილეობას იღებენ მეზღვაურები, საზღვაო ინდუსტრიის საჯარო და კერძო სექტორის სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლები”,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 2011 წლიდან სხვადასხვა ღონისძიებებით მეზღვაურის დღე აღნიშნება, რომლის ძირითადი ორგანიზატორი ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოა.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს