DRI - ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას პოლარიზაციის მიზანმიმართულ გაღრმავებაზე

ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას პოლარიზაციის მიზანმიმართულ გაღრმავებაზე,- ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) აცხადებს.

ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, უარი თქვას პოლარიზაციის მიზანმიმართულ გაღრმავებაზე და აღკვეთოს სავარაუდოდ მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული ჯგუფების ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენება, რაც ხელს არ უწყობს პოლარიზაციის შემცირებას და პოზიციების დაახლოებას.

„1-ელ ივლისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების გეგმა წარადგინა. ირაკლი კობახიძეს განცხადებით, პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება დანარჩენი 11 პუნქტის ეფექტიანად შესასრულებლად „ერთგვარი საფუძველია“. პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობის შესახებ მმართველი პარტიის მხრიდან ფორმალურად დეკლარირებული განაცხადის პარალელურად, დედაქალაქში და საქართველოს რეგიონებში გრძელდება სამოქალაქო აქტივისტების, მედია მფლობელების, სტუდენტური მოძრაობის წევრებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნა.

მოძრაობის „შინ ევროპაში“ წევრებს და მხარდამჭერებს თბილისში და რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურებში დასაქმებულები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ხვდებიან საზოგადოებასთან კომუნიკაციაში ხელი შეშლის გაცხადებული მიზნით. სავარაუდოდ ხელისუფლების მიერ მართული და ორგანიზებული დევნის თითოეული ასეთი შემთხვევა სახელისუფლებო მედიის მიერ შუქდება, როგორც დაპირისპირება სამოქალაქო აქტივისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. გარდა ამისა, მმართველი პარტიის თავმჯდომარის მხრიდან პარლამენტარი ანრი ოხანაშვილის მიერ ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელ ვახტანგ წერეთელზე ფიზიკური თავდასხმის გამართლება შეიძლება მივიჩნიოთ იმის დადასტურებად, რომ საქართველოს ხელისუფლება არაა დაინტერესებული პოლიტიკური პროცესების დეპოლარიზაციით.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს ხელისუფლებას, უარი თქვას პოლარიზაციის მიზანმიმართულ გაღრმავებაზე და აღკვეთოს სავარაუდოდ მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული ჯგუფების ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენება, რაც ხელს არ უწყობს პოლარიზაციის შემცირებას და პოზიციების დაახლოებას“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა