ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 70-მდე სტუდენტი სასწავლო პრაქტიკით გერმანიაში გაემგზავრა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის 70-მდე სტუდენტი სასწავლო პრაქტიკით გერმანიაში გაემგზავრა.

პროექტში მონაწილე სტუდენტებს გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის ა.რ. განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, სტუდენტები 3 თვის განმავლობაში პრაქტიკას გერმანიის მაღალი კლასის სასტუმროებში გაივლიან და სასტუმროს ყველა ძირითადი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციონირებას გაეცნობიან.

„საერთაშორისო პრაქტიკა გერმანიის მასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტს, გერმანიის შვერინის ბალტიკის კოლეჯსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, აჭარის ა.რ. მთავრობის პროგრამული დაფინანსების საფუძველზე ხორციელდება (მიმდინარე წელს სტუდენტების სასწავლო პრაქტიკა გერმანიაში 100 165 ლარის ოდენობით დაფინანსდა).

პრაქტიკის განმავლობაში, გერმანული მხარე სრულად უზრუნველყოფს სტუდენტების ღამისთევას, კვებას და სტიპენდიას (500-850 ევროს ოდენობით). ახალგაზრდები თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, ჩაერთვებიან სასტუმროს ყოველდღიურ საქმიანობაში, გაიუმჯობესებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსა და კომპეტენციებს, რაც მათ მომავალში, საერთაშორისო ტურისტული მომსახურების ბაზარზე წარმატებით დასაქმების საშუალებას მისცემს.

ტურიზმის ფაკულტეტი ყოველწლიურად, გაზაფხულის სემესტრის ბოლოს, ორგანიზებას უწევს ტურიზმის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის (მათ შორის ,,დამატებითი სპეციალობის“/,,minor”) სტუდენტების გერმანიის ტურიზმის ინდუსტრიის ორგანიზაციებში საწარმოო პრაქტიკის გავლას. 2013 წლიდან დღემდე საწარმოო პრაქტიკა ბსუ-ს 800-მდე სტუდენტმა გაიარა.

სტუდენტების შერჩევა კონკურსის წესით ხორციელდება, სადაც მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სტუდენტის აკადემიურ მოსწრებას და ინგლისური/გერმანული ენის ცოდნას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა