გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარდაბანში ინფრასტრუქტურული პროექტები, მშენებლობა - რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოსახლეობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, გარდაბანში, ორ ლოკაციაზე თანამედროვე ტიპის სპორტული ტრენაჟორები და საბავშვო სივრცე, დემეტრე თავდადებულის ქუჩის მიმდებარედ კი კომბინირებული მინი სტადიონი მოეწყო.
ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე, მონიტორინგის მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
„ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისა და ახალგაზრდების სურვილის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ჩვენ სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას აქტიურად ვაგრძელებთ", - აღნიშნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა.