ყველაზე პროფესიონალური ინსტრუმენტი უძრავი ქონების ბაზარზე დაკვირვებისთვის - განახლებული Recov.ge

კოლიერსი განაგრძობს ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების შექმნას და პლატფორმა recov.ge-ს განახლებულ ვერსიას უშვებს. რეკოვი პანდემიის პერიოდში, 2 წლის წინ შექმნა და პირველად საქართველოში, მომხმარებელს უძრავ ქონებაზე დაკვირვების სრულიად ახალი გამოცდილება შესთავაზა. კოლიერსმა პირდაპირ პლატფორმიდან გახადა შესაძლებელი უძრავი ქონების სექტორების ანალიზი. პლატფორმა ბიზნეს სუბიექტებისთვის უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების ყოველდღიურ ინსტრუმენტად იქცა და 45,000-ზე მეტი უნიკალური მომხმარებელი გააერთიანა.

დღეს, რეკოვის საშუალებით, კოლიერსმა საკუთარი წლების განმავლობაში დაგროვებული მონაცემები მომხმარებლამდე კიდევ უფრო ახლოს მიიტანა და ტრანსფორმაციის შედეგად რეკოვი ბაზარზე დაკვირვებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პროფესიონალურ ინსტრუმენტად აქცია.

გაუმჯობესებული ფუნქციონალი

რეკოვის ფუნქციონალი კიდევ უფრო დახვეწილი გახდა. პლატფორმაზე გამოტანილი მონაცემები ავტომატურად ახლდება და ბაზრის დინამიურ რეჟიმში დაკვირვების შესაძლებლობას იძლევა. Სტატიკური ანალიტიკის წაკითხვის ნაცვლად, Მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ საკუთარი ინტერესების მიხედვით, გადაალაგონ მონაცემები და თვალყური ადევნონ ბაზრის მათთვის მნიშვნელოვან პარამეტრებს.

ინტერაქტიული ინტერფეისი

თვალშისაცემია განახლებული ინტერფეისი და მისი ინტერაქტიულობა, რითიც მომხმარებლები სრულიად ახალ გამოცდილებას მიიღებენ და უფრო დეტალურად გაეცნობიან ბაზრის ტენდენციებს. რეკოვზე მონაცემები დაყოფილია სექტორებად. უძრავი ქონების კლასიკური სექტორების (საცხოვრებელი, საოფისე, სავაჭრო, ქუჩის რითეილი) გარდა, რეკოვს დაემატა მეტავერსის ანალიტიკა, სადაც ვირტუალური სამყაროს მოყვარულები შეძლებენ თვალი ადევნონ ვირტუალური “უძრავი ქონების” მიწოდება-მოთხოვნის ტენდენციებს. პლატფორმას მრავალფეროვანი ფილტრაციის საშუალებები აქვს, პარამეტრების ცვლილებით მარტივად არის შესაძლებელი წლების ჭრილში მონაცემების ანალიზი და შედარება. რეკოვზე ცალკე სივრცე ეთმობა უახლეს მიგნებებს. ინსაითები რეკოვის განუყოფელი ნაწილია და ანალიტიკასთან კომბინაციაში ინფორმაციის გაანალიზებას კიდევ უფრო ამარტივებს.

რეპორტები

მომხმარებლების იმ სეგმენტისთვის, რომლებსაც ანალიტიკაზე და კვლევებზე წვდომა დოკუმენტის სახით სჭირდებათ, რეკოვზე ცალკე გვერდია. აღნიშნულ გვერდზე წლებისა და სექტორების მიხედვით დალაგებული ნახევარწლიური და შემაჯამებელ რეპორტებია თავმოყრილი და ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის.

Recov Pro

ინდუსტრიის პროფესიონალებისთვის პლატფორმა თავის მომხმარებელს კიდევ უფრო სიღრმისეულ მონაცემებზე წვდომას სთავაზობს. ისინი გეოგრაფიული არეალებისა და მიკრო ლოკაციის მიხედვით, კონკრეტულად უბნების სიზუსტით შეძლებენ ტრანზაქციებსა და მიწოდებაზე დაკვირვებას. გაეცნობიან ფასებისა და ფართობების ანალიტიკას და ექნებათ პროექტის ტიპებისა და კონკრეტული დეველოპერული პროექტების შედარების ალტერნატივები.

recov@colliers.ge | +995 032 2 24 30 60 | Recov.ge

(R)

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე