მიხეილ სარჯველაძე დიმიტრი სამხარაძის გამონათქვამებზე - იყო გარკვეული ადამიანური სისუსტის გამოვლინება, მაგრამ მანდატის დატოვების საფუძველი ვერ გახდება

ეს იყო გარკვეული ადამიანური სისუსტის გამოვლინება, რომელიც ვიხილეთ და არ იყო სასიამოვნო სანახავი ნამდვილად, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ უმრავლესობის წევრის, დიმიტრი სამხარაძის მიერ აქციის მონაწილეებისა და პერსონალურად მიხეილ სააკაშვილის მისამართით უცენზურო გამონათქვამების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, დიმიტრი სამხარაძის გუშინდელი განცხადებები არ არის გამოხატვის ფორმა, რომელსაც თავად ამართლებს და ეს ნამდვილად არ არის სასიამოვნო, თუმცა არ მიიჩნევს, რომ ეს მანდატის დატოვების საფუძველია.

„ნამდვილად არ მიქმნის დისკომფორტს ის, რომ პარლამენტში არჩეულ ადამიანებთან ერთად ვახორციელებდე მანდატს. რაც შეეხება გამოხატვის ფორმას, რომელიც უცენზუროა, ნამდვილად არ არის სასიამოვნო, მაგრამ განზოგადება, რომ ეს „ქართული ოცნების“ ყველა წევრისთვის არის დამახასიათებელი, მცდარი იქნება. ასევე არასწორი იქნება ვინმეს დამუნათება იმის გამო, რომ ვინც ასეთ ფორმებს მიმართავს, მის გვერდით პარლამენტში ჯდომა უხერხულია,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების" დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისთან მისულ აქციის მონაწილეებსა და პერსონალურად მიხეილ სააკაშვილს უხამსი სიტყვებით მიმართა. შესაბამისი ვიდეო მან სოციალურ ქსელში ატვირთა, მოგვიანებით კი წაშალა. მანამდე მან Facebook-ზე დაწერა: „10 კაცი ვართ ოფისში! გელოდებით დორბლიანის მონებს“.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში