ხორნაბუჯი-სამთაწყაროს 28 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს საავტომობილო გზის, 28 კმ-იანი ხორნაბუჯი-სამთაწყაროს მონაკვეთის რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მონაკვეთის რეაბილიტაცია 2 პროექტად მიმდინარეობს და სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჯამში, 20 739 345 ლარით ფინანსდება.

სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთის, რომელიც კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის, სარეაბილიტაციო სამუშაოები 30 წელია არ ჩატარებულა. არსებული გზა ძირითადად ხრეშოვანი და დაზიანებული იყო, ავტოტრანსპორტი შეფერხებით გადაადგილდებოდა განსაკუთრებით წვიმიან ამინდში, რაც გზით მოსარგებლე მოსახლეობისათვის დიდ პრობლემას ქმნიდა. ასევე, გართულებული იყო საავტომობილო გზის მიმდებარედ არსებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მისვლა.

„პროექტით გათვალისწინებულია გზის სრული რეაბილიტაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ხელოვნური ნაგებობების მოწყობა, რაც გადაადგილებას უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის, შემცირდება გადაადგილების დროც. სამუშაოების დასრულება 2023 წლის ზაფხულში იგეგმება.

2016-2021 წლებში, გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს საავტომობილო გზაზე გუმბათი-ხორნაბუჯის და სამთაწყარო-საბათლოს 39 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია უკვე ჩატარდა, რომლის საერთო ღირებულებამ 17 085 443 ლარი შეადგინა.

აღნიშნული პროექტები, გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს საავტომობილო გზის 67 კმ-იან მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურის სრულად მოწესრიგებას და არსებული პრობლემების აღმოფხვრას უზრუნველყოფს. აღნიშნული პროექტები, გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს საავტომობილო გზის 67 კმ-იან მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურის სრულად მოწესრიგებას და არსებული პრობლემების აღმოფხვრას უზრუნველყოფს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს