ლიბერთიმ ბიზნესისთვის ახალი სახელფასო მოდული დანერგა

ლიბერთი, ახალი სტრატეგიის ფარგლებში, აგრძელებს ბიზნესისთვის მარტივი და კომფორტული სერვისების შეთავაზებას.

ამჯერად, ბიზნეს ინტერნეტბანკის მომხმარებლებისთვის ახალი სახელფასო მოდული დაინერგა,რომელიც ითვალისწინებს ხელფასების, საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო დანაზოგის მარტივად მართვას.

ახალი მოდული საგრძნობლად ამარტივებს სახელფასო გადარიცხვებს. ეს მოდული საპენსიო დანაზოგისა და საშემოსავლო გადასახედების ავტომატურად დაანგარიშების საშუალებას იძლევა. მისი მეშვეობით ლიბერთის არასახელფასე კლიენტებისთვის ახალი თანამშრომლების დამატება, სიის დაკორექტირება, ნებისმიერ დროს თანამშრომლისთვის სტატუსის შეცვლა არის შესაძლებელი. ასევე ლიბერთის სახელფასო კლიენტებს შეუძლიათ იხილონ კომპანიის აქტიური თანამშრომლების სიაც.

ლიბერთი არსებული და ახალი მომხმარებლებისთვის მომავალშიც გააგრძელებს დისტანციურ არხებში მაქსიმალურად მარტივი და სრულყოფილი დისტანციური საბანკო სერვისების შეთავაზებას, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს ყოველდღიურ ბანკინგს ფიზიკური პირებისთვის და ბიზნესისთვის. ამ მიმართულებით დანერგილი ყველა სიახლე ლიბერთის მომხმარებლებს, ნებისმიერ დროს, საბანკო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს.

(R)

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა