ბოლნისის მერიის ინფორმაციით, ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში, შეხვედრა გამართა

ევროკავშირის მხარდაჭერით, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და ფორმირების მიზნით, CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროექტი დაიწყო.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად (კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), ქვემო ქართლის მედია (KKM), First European (FE)), ოთხწლიანი ახალი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში, დაინტერესებულ მხარეთა შეხვედრა გამართა.

მათივე ცნობით, პროექტის პრეზენტაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან და გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად დაესწრო.

პროექტი 4 წლის განმავლობაში ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების რვა მუნიციპალიტეტში იმუშავებს და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხარისხის გასაუმჯობესებლად და მათი შესაძლებლობების განსავითარებლად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობას უზრუნველყოფს.

მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, სამიზნე მუნიციპალიტეტების მერებთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

„მოხარული ვარ, რომ ბოლნისის მერიასა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გავაფორმეთ. ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორი ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტია. ეს ჩვენს მუნიციპალიტეტს ნათლად აქვს გაცნობიერებული. ჩვენ ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა გვაქვს, მათ შორის, სხვადასხვა პროექტების სახით, CENN-თან ერთობლივი მუშაობის გამოცდილებაც. მისასალმებელია, რომ „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროექტი“ ჩვენს მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოებასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის მჭიდრო თანამშრომლობას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს. ბოლნისის მუნიციპალიტეტს მისი სოციალური პასუხისმგებლობა ნათლად აქვს გააზრებული. სოციალური პროგრამებისთვის ჩვენი ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი იხარჯება, რომელიც საზოგადოების თითქმის ყველა ფენაზეა გათვლილი. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია სოციალური სერვისების გაუმჯობესება, ასევე წყალმომარაგებასა და ჯანდაცვის სერვისებზე მოქალაქეთა წვდომის გაზრდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის უმთავრესი პრიორიტეტი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვა და მათი შესაძლებლობების რეალიზებაა“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს