ვახტანგ ძაბირაძე - საპროტესტო მუხტმა უნდა აიძულოს ხელისუფლება შეასრულოს ევროკავშირის რეკომენდაციები, მთავრობა შეეცდება დროის იქამდე გაჭიანურებას, ვიდრე მკაფიო არ იქნება, რომ რუსეთი უკრაინაში მარცხდება და დასავლეთი იმარჯვებს

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, დასრულდა 3 ივლისს რუსთაველზე დაგეგმილი აქცია ლოზუნგით „წინ ევროპისკენ! შინ ევროპისკენ“ . როგორც წინა აქციებზე, ამჯერადაც ბევრმა მოქალაქემ გააპროტესტა ხელისუფლების პრაქტიკულად უშედეგო პოლიტიკა ევროკავშირის მიმართულებით.

თქვენ როგორ შეაფასებდით რუსთაველზე 3 ივლისს გამართული აქციას შედეგებს? ამ აქციამ რა გვაჩვენა და რა ტენდენციები გამოკვეთა?

- როგორც მოსალოდნელი იყო, ეს აქციაც ხალხმრავლობით გამოირჩეოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ არ უნდა ვეცადოთ ვითარების შელამაზებას. ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო მუხტი არ გამქრალა და შეიძლება ითქვას, რომ ჯერჯერობით, საკმაოდ აქტიურია.

სხვა საკითხია, თუ როგორ ახერხებს ამ საპროტესტო მუხტის მართვას სამოქალაქო საზოგადოება. თუმცა, აქაც გულწრფელი რომ ვიყოთ, უნდა ვთქვათ, რომ სამოქალაქო საზოგადოების გვერდით, ან როგორც გინდათ ისე ჩათვალეთ, პოლიტიკური პარტიები დგანან და მათთან კონსულტაციები მიმდინარეობს, რაც ჩემი აზრით, სრულიად ბუნებრივი პროცესია.

ასე უნდა იყო თუნდაც იმიტომ, რომ პოლიტიკოსებს უფრო მეტი გამოცდილება აქვთ საზოგადოებასთან ურთიერთობის, მიტინგების წარმართვის, ვიდრე სამოქალაქო სექტორს.

მთავარი არ არის ვინ ვის უკან დგას და ვინ ვის გვერდით დგას, მთავარია რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ან მიიღებენ მომავალში. ჩემი აზრით, დღეს პროტესტანტების და პოლიტიკოსების უმთავრესი ამოცანა არის ის, რომ საპროტესტო მუხტი არ გაფლანგონ და ქუჩის პროტესტის სიმძიმე იქნას შენარჩუნებული.

ამას ვლაპარაკობ იმიტომ, რომ ჩვენს წარსულში ბევრჯერ იყო ასეთი მომენტი. არ ვგულისხმობ მხოლოდ ბოლო 10 წელს, ვგულისხმობ ბოლო 30 წელს, როდესაც ქვეყანაში საპროტესტო მუხტი დიდი იყო, მაგრამ საპროტესტო მუხტია მართვა ისე და იმდაგვარად ვერ შეძლეს და ვერ მოახერხეს ვერც პოლიტიკურმა და ვერც საზოგადოებრივმა ძალებმა, რომ ეს საპროტესტო მუხტი მათვე მიეყვანათ გამარჯვებამდე.

აქციის ორგანიზატორების უმთავრესი ამოცანაა შეინარჩუნონ საპროტესტო მუხტი და იგი არ გაილიოს ისე, როგორ წლებში არა ერთხელ, თუნდაც ამ ხელისუფლების პირობებში მომხდარა... საპროტესტო მუხტს შენარჩუნება და ეფექტურად გამოყენება სჭირდება ეს არის ის, რაც ჩემი აზრით 3 ივლისის აქციამ დაგვანახა

აქციები ყოველთვის იწყებოდა, მაგრამ ზოგისთვის მოსალოდნელად, ზოგისთვის მოულოდნელად ამ პროცესს ვიღაც უდგებოდა სათავეში. ასეთი მუხტის სწორად მართვაა აუცილებელი იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რაც არსებობს.

რაც შეეხება იმას, თუ რას აპირებენ მომავალში. რასაც მე ვუსმინე, აქციის მეორე დღეს აპირებენ სახელმწიფო კანცელარიასთან მჯდომარე აქციის გამართვას. ეს რომც არ თქმულიყო, მოვლენათა ასე განვითარება სავარაუდო იყო, რადგან აქციაზე საპროტესტო მუხტი საკმაოდ მაღალი იყო.

აქციამ აჩვენა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი უფრო რადიკალურადაა განწყობილი და უფრო რადიკალურ ქმედებებზე იყო ორიენტირებული. ასევე არსებობენ ჯგუფები, რომლებიც შედარებით ხანგრძლივი, მაგრამ მშვიდობიანი პროტესტის ფორმას ირჩევენ.

ჯერჯერობით არ ჩანს თუ რომელი ფრთა იმძლავრებს, მაგრამ, თუ წარსულის გამოცდილებას გავითვალისწინებთ, რადიკალიზმი და სულსწრაფობა ყოველთვის წამგებიანი იყო ოპოზიციისთვის და შემდეგ ზოგადად ხელისუფლებისთვისაც. ასეთ ვითარებაში ხელისუფლებაში მოსული ძალა შეუზღუდავი ძალაუფლების მატარებელია. შეუზღუდავი ძალაუფლება ზოგჯერ ძალიან აგრესიულად გამოიყენება, ზოგჯერ მეთოდურად, მაგრამ პრინციპში მაინც იმ წრისკენ მივყავართ, რომელზეც 30 წელია ვტრიალებთ.

ჩემი აზრით, აქციის ორგანიზატორების უმთავრესი ამოცანაა შეინარჩუნონ საპროტესტო მუხტი და იგი არ გაილიოს ისე, როგორ წლებში არა ერთხელ, თუნდაც ამ ხელისუფლების პირობებში მომხდარა მოყოლებული 2020 წლის არჩევნების შემდეგ, 20 ივნისისა და იგივე 5 ივლისის შემდეგ და კიდევ სხვა მოვლენებთან დაკავშირებით.

საპროტესტო მუხტს შენარჩუნება და ეფექტურად გამოყენება სჭირდება ეს არის ის, რაც ჩემი აზრით 3 ივლისის აქციამ დაგვანახა. ვნახოთ, მომავალში როგორ განვითარდება პროცესები.

- მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირისაგან 12 პუნქტიანი რეკომენდაციები მივიღო, ხელისუფლების და ოპოზიციის დღის წესრიგის მთავარი საკითხი უნდა იყოს ევროკავშირის ყველა ამ რეკომენდაციების შესრულებაზე ზრუნვა.

თუ ასე არ მოხდა, წლის ბოლოს ქვეყანა დაკარგავს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობას და შემდეგ, კაცმა არ იცის, ქვეყანას ასეთი შესაძლებლობა კიდევ რამდენი წელი არ ექნება.

ხელისუფლებამ გააკეთა განცხადებები იმის შესახებ, რომ იგი მზადაა რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნას რეკომენდაციების 12-ვე პუნქტზე კომისიები, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც პრაქტიკულად ყველაფერი გააკეთა რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, ახლა დაიწყებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას, აშკარად ძნელი დასაჯერებელია.

თქვენი დაკვირვებით შეძლებს ხელისუფლება დაარწმუნოს სამოქალაქო საზოგადოება და ის ოპოზიციური ჯგუფები, რომლებმაც ამ პროცესში უნდა მიიღონ მონაწილეობა, რომ იგი მართლაც მზადაა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად?

- აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ სამოქალაქო პროტესტის ფონზე ხელისუფლებამ არაერთხელ წამოაყენა საკმაოდ საინტერესო წინადადება, მაგრამ შემდეგ მისივე შეთავაზებები უკან წაიღო. შეგვიძლია გავიხსენოთ საკონსტიტუციო ცვლილება, როდესაც არჩევნები სრულად პროპორციულზე უნდა გადასულიყო, მაგრამ შემდეგ ე.წ. „ამბოხებული დეპუტატების“ აქტიურობის გამო ეს ვერ მოხერხდა. იგივე ეხება შარლ მიშელ დოკუმენტს.

ეს ფაქტები იმის გამო გავიხსენე, რომ ხელისუფლების მიმართ არსებობს უნდობლობა. არ ვიტყოდი რომ მხოლოდ ოპოზიციას აქვს ხელისუფლების მიმართ უნდობლობა. შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების მიმართ საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს აქვს უნდობლობა.

ხელისუფლების მიმართ არსებობს უნდობლობა. არ ვიტყოდი რომ მხოლოდ ოპოზიციას აქვს ხელისუფლების მიმართ უნდობლობა. შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების მიმართ საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს აქვს უნდობლობა

თუ ეს უნდობლობა დაიძლია, მაშინ დღეისათვის პოლიტიკურ ძალებს შორის პოლარიზაცია კონკურენციაში გადავა. პოლარიზაციის პრობლემა იმაში კი არაა, რომ ერთნი ერთ აზრზე არიან, ხოლო მეორენი მეორეზე, ეს ჩვეულებრივი ამბავია.

პოლარიზაციის პრობლემა ისაა, რომ პოლიტიკურ ველზე არსებული ძალები არიან ერთმანეთისთვის მიუღებელი. ეს განასხვავებს პოლარიზაციას კონკურენციისაგან. თუ კონკურენციულ ვითარებაში გადავალთ, ეს წაადგება პოლიტიკურ პროცესს. მაგრამ, ასე რომ მოხდეს ერთმანეთის მიმართ უნდობლობაა დასაძლევი.

ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები. რატომღაც მგონია, რომ ჩვენ ბევრი რამის სწორად აღქმაში გვაქვს პრობლემა. ვამბობთ, რომ ქუჩის აქტივობა საზოგადოებრივი მოძრაობის ინიციატივაა. საზოგადოებრივი მოძრაობების მიერ პოლიტიკურ მოთხოვნების დაყენება გამორიცხულია. პოლიტიკური მოთხოვნები პოლიტიკურმა ძალებმა უნდა დააყენონ. საზოგადოების მოთხოვნა ხელისუფლების გადადგომა კი არა, ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა იყო, რომ მან ის 12 პუნქტი შეასრულოს, რომლის შესასრულებლად ევროკავშირმა ვადა წლის ბოლომდე მოგვცა. ჩემი აზრით, ეს იქნებოდა პროცესის სწორი მიმართულებით განვითარება.

საზოგადოების მოთხოვნა ხელისუფლების გადადგომა კი არა, ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა იყო, რომ მან ის 12 პუნქტი შეასრულოს, რომლის შესასრულებლად ევროკავშირმა ვადა წლის ბოლომდე მოგვცა. ჩემი აზრით, ეს იქნებოდა პროცესის სწორი მიმართულებით განვითარება

ხელისუფლებამ ყველას 12-ვე მუხლის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა შესთავაზა. გასაგებია, რომ მის მიმართ ნდობა დაბალია, მაგრამ რომ ვენდობოდეთ საპროტესტო აქციებიც არ იქნებოდა საჭირო. საპროტესტო აქციები საზოგადოებამ უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ აიძულოს ხელისუფლება შეასრულოს ევროკომისიის რეკომენდაციები. ეს იქნებოდა კონკრეტული მიზანი, რომელსაც გაიგებდა სრულად როგორც ქართული საზოგადოება, ისე ჩვენი პარტნიორები.

უკვე ვთქვი რომ აქციაზე რადიკალური ჯგუფებიც იყვნენ. თუ პროცესის რადიკალიზაცია მოხდა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროცესიც ისევე გაილევა, როგორც წინა საპროტესტო აქციები, მათ შორის ამ ხელისუფლების პირობებში რომ ყოფილა. თუ ასე მოხდა, ჩვენ არასტაბილური გარემოს ვითარებაში შევალთ.

თუ პროცესის რადიკალიზაცია მოხდა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროცესიც ისევე გაილევა, როგორც წინა საპროტესტო აქციები, მათ შორის ამ ხელისუფლების პირობებში რომ ყოფილა

რაც შეეხება იმას, რომ გარკვეული ჯგუფები აპირებენ რევოლუციას. მათ შემიძლია ვუთხრა, რომ ახლა არ არის 2003 წელი. არც საშინაო და არც საგარეო ვითარებაში არ გაქვს იმ პარამეტრებს, რაც 2003 წელს იყო. იმან, რაც 2003 წელს იმუშავა, ახლა არ იმუშავებს. იმის შემდეგ იყო 2011, შემდეგ იყო 20 ივნისი, 5 ივლისი, და კიდევ ბევრი რამ, მაგრამ ახლა ჩვენ ფაქტობრივად მსოფლიო ომის ვითარებაში გვიწევს ცხოვრება.

- იმ რიტორიკის გათვალისწინებით, რასაც ჩვენ ქვეყნის ევროკავშირის პერსპექტივასთან დაკავშირებით ხელისუფლებისაგან ვისმენდით, იმათგანაც მოვისმენდეთ ვინც მათ გამოეყო, მაგრამ პრაქტიკულად იმას ამბობენ, რასაც სულ ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობდა, ძნელია არსებობდეს იმედი იმისა, რომ მმართველ გუნდი ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს.

მათ რომ ეს ნდომებოდათ, ისინი არ გამოვიდოდნენ 19 აპრილის მიშელის შეთანხმებიდან. მეტიც, თავის დროზე რომ დაწყებულიყო მიშელის შეთანხმების შესრულება, ახალა გაცილებით წინ ვიქნებოდით და შესაძლოა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარეშე არ დავრჩენილიყავით.

თქვენ თუ გაქვთ განცდა იმისა, რომ ხელისუფლებას ახლა მართლაც სურს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება?

- არანაირი განცდა არა მაქვს, რომ ხელისუფლებას ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება უნდა. მიშელის დოკუმენტსაც რომ თავი დავანებოთ, მათ რომ სდომებოდათ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო, ბოლო სამი თვის განმავლობაში ისეთი რიტორიკა არ ექნებოდა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მისამართით, რომელსაც მათგან ვისმენდით.

არანაირი განცდა არა მაქვს, რომ ხელისუფლებას ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება უნდა

საქმის გაკეთებას კი არა, მმართველი გუნდის წევრები ენის ტარტარს რომ შეშვებოდნენ და ბევრად უკეთესი დიპლომატიური ენით ემეტყველათ, ქვეყანა თავის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით ასეთ დღეში არ აღმოჩნდებოდა. ჩემი აზრით, ხელისუფლებას ცდილობს რას შეიძლება დროში გააჭიანუროს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება.

- თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების დროში გაჭიანურებას?

- მმართველი გუნდის მიზანია, რომ მათ ვინმე არ გაუბრაზდეს იმის გამო, რომ ისინი ევროპისკენ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ. მხედველობაში მყვანან ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები. როგორც ჩანს, მათ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების შიში აქვთ. არანაირი მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს შიში არა იმის, რომ ძალაუფლებას დაკარგავენ, არამედ იმის, რომ ვინმეს პერსონალურად შეეხოს რუსეთის მხრიდან ზეწოლა და მუქარები.

არანაირი მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს შიში არა იმის, რომ ძალაუფლებას დაკარგავენ, არამედ იმის, რომ ვინმეს პერსონალურად შეეხოს რუსეთის მხრიდან ზეწოლა და მუქარები

იმის გათვალისწინებით თუ რა მეთოდებით აწარმოებს თავის პოლიტიკას ჩვენი მეზობელი რუსეთი, მხედველობაში მაქვს სხვა ქვეყნებში რუსული სპეცსამსახურების საქმიანობა, სულაც არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთი პერსონალურ ზეწოლას ახორციელებდეს იმ პირებზე, ვინც ჩვენთან გადაწყვეტილებებს იღებს. ეს კიდევ ცალკე თემაა, მაგრამ ხელისუფლებას დროის გაჭიანურება სჭირდება და იგი შეცდება დროის გაჭიანურებას.

- დროის გაჭიანურება როდემდე?

- სანამდე შეძლებს. ჩემი აზრით, მანამდე, სანამ არ გახდება ძალიან მკაფიო და ნათელი ის, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესში რუსეთი მარცხდება და დასავლეთი იმარჯვებს.

მანამდე, „ქართული ოცნება“ შეეცდება საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესი მაქსიმალურად გაწელოს. ამგვარი მოქმდებით მმართველი გუნდი სახელმწიფოს ინტერესებზე კი არ ფიქრობს, არამედ უფრო მეტად იმაზე, რომ თავი დაიზღვიოს.

ქართული ოცნება“ შეეცდება საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესი მაქსიმალურად გაწელოს. ამგვარი მოქმედებით მმართველი გუნდი სახელმწიფოს ინტერესებზე კი არ ფიქრობს, არამედ უფრო მეტად იმაზე, რომ თავი დაიზღვიოს

- მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკიდან წასულია, მისი გუნდი ამბობს რომ ის ოლიგარქი არ არის, საქართველოში და ქვეყნის გარეთაც დარწმუნებული არიან, რომ ჩვენთან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სწორედ იგი იღებს.

სწორად გავიგე თქვენი მსჯელობა - არაა, გამორიცხული რუსეთი ზეწოლას ივანიშვილზე ახორციელებდეს?

- ალბათ, პირველ რიგში თუ ვინმეზე ექნება რუსეთს საქართველოში ზეწოლა, რა თქმა უნდა, მასზე იქნება. ის კავშირები, რომელზეც ოპოზიცია ლაპარაკობს რომ ივანიშვილს რუსეთში ვიღაცებთან აქვს კავშირები, როგორც ჩანს, ასეცაა. საუბრები იმაზე, რომ ივანიშვილი საქართველოში ფულს შოულობს, აშკარად გადაჭარბებულია. მას მგონი საქართველოს ბიუჯეტის ნახევარი აქვს და აქ რა ფული უნდა გააკეთოს.

მაგრამ, როგორც ჩანს, სხვა ფაქტორები მუშაობს და გასათვალისწინებელია. ყოველ შემთხვევაში მხედველობაში უნდა გვქონდეს. სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილზე რუსეთიდან იყოს პერსონალური ზეწოლა და გაფრთხილებები. ზუსტად რაიმეს მტკიცება ძნელია, მაგრამ ამის გამორიცხვაც შეუძლებელია.

სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილზე რუსეთიდან იყოს პერსონალური ზეწოლა და გაფრთხილებები. ზუსტად რაიმეს მტკიცება ძნელია, მაგრამ ამის გამორიცხვაც შეუძლებელია

აქ მხოლოდ ფინანსების დაკარგვაზე არაა საუბარი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსული სპეცსამსახურების მოქმედების მეთოდები თავისივე ქვეყნის შიგნით და გარეთ საკმაოდ სასტიკია.

- თქვენთვის კარგად ცნობილმა ანალიტიკოსმა ირაკლი მელაშვილმაინტერპრესნიუსთან“ თქვა - „საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან ამ ეტაპზე შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია, არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია“.

თქვენი დაკვირვებით ბატონ ირაკლის ამგვარი მტკიცება რამდენად საფუძვლიანია?

- როდესაც საზოგადოებრივი პროტესტის გამო ხელისუფლების გადადგომას ითხოვ, ძნელია იფიქრო, რომ ეს საზოგადოებრივი პროტესტია და არა პოლიტიკური. სამწუხაროდ, გარკვეული ძალები, რომლებიც რევოლუციური მუხტის მატარებლები არიან, რა თქმა უნდა, ეს ძალები უპირველეს ყოვლისა ფიქრობენ იმაზე, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში.

ისინი ამბობენ - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ევროპული რეკომენდაციების შესრულება შეუძლებელია.“ ეს ნიშნავს იმას, რომ ჯერ „ქართული ოცნება უნდა შეიცვალოს და შემდეგ იქნება შესაძლებელი ევროკავშირის 12-ვე პუნქტის შესრულება. ბრძოლა რისთვის მიდის? - ევროკავშირის 12 პუნქტის შესასრულებლად თუ ხელისუფლებისთვის?

ბრძოლა რისთვის მიდის? - ევროკავშირის 12 პუნქტის შესასრულებლად თუ ხელისუფლებისთვის?

თუ ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულება გინდა, ხელისუფლების შეცვლაზე უფრო მარტივია აიძულო ხელისუფლება შეასრულოს ევროკავშირის რეკომენდაციები.

- კი ასეა, მაგრამ, საუბარია იმ მთავრობაზე, რომელმაც ქვეყნის მთავარი სტრატეგიული ამოცანის განხორციელება ჩააგდო.

ასეთ ვითარებაში, ძნელია გვქონდეს იმის იმედი, რომ მმართველი გუნდის პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებები იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება მზადაა ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად...

- ჩემი აზრით, საპროტესტო მუხტი მიმართული უნდა იყოს არა იმისკენ, რომ მთავრობა გადადგეს, არამედ იმისკენ რომ ხელისუფლება იძულებული გახდეს თავად შეუწყოს ხელი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას.

- უცნაურია, რატომ არ საუბრობენ იმაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით მანამდეც შესაძლებელია, ვიდრე პარლამენტი შვებულებაში გავა.

ამ თემაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი ორჯერ უყარეს, ახლა რატომ უნდა იყოს მისი მესამე მოსმენით მიღება პრობლემა?

- მმართველი გუნდი ამას არ გააკეთებს მანამ, სანამ აქვს იმედი იმის, რომ საპროტესტო მუხტი გაიფლანგება. სანამ აქვს იმედი იმის, რომ ოპოზიცია შეცდომებს დაუშვებს. ხელისუფლება თავის სასარგებლოდ ითვალისწინებს იმას, თუ რა მოხდა 2008-2012 წლებში. ოღონდ 2012 წლის ფინალს არ ელოდება.

საპროტესტო აქციების რადიკალური ფრთა ცდილობს გაიმეოროს 2003 წლის მოვლენები. „ქართული ოცნება“ თვლის, რომ თუ პროცესს ისე წაიყვანს, როგორც ეს “ნაციონალებმა 2008-2012-ში აკეთეს, მაშინ მეორე ბიძინა ივანიშვილი ვერ გამოჩნდება და 2011 წლამდე დაშლილი და განულებული ოპოზიცია ვერაფერსაც ვერ გააკეთებს.

არც ერთი მხარე არ ითვალისწინებს იმას, რომ 2003 და 2012 წელთან შედარებით, ახლა მსოფლიოში ვითარება მნიშვნელოვნად შეცვლილია. 2012 წელს მეგობარს დავენიძლავე რომ „ნაციონალები“ აუცილებლად წააგებდნენ არჩევნებს. ასე იმიტომ ვფიქრობდი, რომ ვიცოდი - საპროტესტო მუხტი არ იკარგება.

უბედურება ის კი არ იქნება, ახალი ივანიშვილი გამოჩნდება თუ არა, არამედ ის, რომ თუ ასეთი ივანიშვილი არ გამოჩნდა, 2024 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება გარდაუვალი იქნება

ივანიშვილის დამსახურება ის კი არაა, რომ შეცვალა ხელისუფლება, არამედ ის, რომ საზოგადოებაში „ნაციონალების“ მიმართ არსებულ უარყოფითი ენერგია გააერთიანა და მიმართულება მისცა. ეს რომ არ მომხდარიყო იმდროინდელი ხელისუფლებას უეცრად გაჩენილ საპროტესტო მუხტთან მოუწევდა გამკლავება.

საპროტესტო მუხტი საზოგადოებაში ახლაც დიდია. მან შეიძლება სულ უმნიშვნელო რამის გამოც იფეთქოს. ამას ხელისუფლება აშკარად არ ითვალისწინებს.

წინასწარ შემიძლია გითხრათ - უბედურება ის კი არ იქნება, ახალი ივანიშვილი გამოჩნდება თუ არა, არამედ ის, რომ თუ ასეთი ივანიშვილი არ გამოჩნდა, 2024 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება გარდაუვალი იქნება. ამას ვერ ითვალისწინებს „ქართული ოცნება“ თუ იქამდე, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად მივედით.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა