სააპელაციო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

სააპელაციო სასამართლოში პარტია ,,ლელოს” ლიდერების - ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ტელეკომპანია ,,პირველის” დამფუძნებელი ავთანდილ წერეთლის პროცესი იმართება.

ადვოკატი ზვიად კორძაძის ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულების ადვოკატები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.

მისივე თქმით, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და ,,როგორც ფულის გათეთრების ბრალდება დარჩა განაჩენს მიღმა, ასევე მოხდება თაღლითობასთან მიმართებაში”.

,,დღეს იქნება ადვოკატების შესავალი სიტყვა, პირველ ინსტანციის განაჩენს როგორც აქამდე ვამბობდით სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და როგორც ფულის გათეთრების ბრალდება დარჩა განაჩენს მიღმა, ასევე მოხდება თაღლითობასთან მიმართებაში. უბრალოდ, ვნახავთ ამას სააპელაციო გააკეთებს, უზენაესი თუ მოგვიწევს სტრასბურგში წასვლა”, - აღნიშნა ზვიად კორძაძემ.

ცნობისთვის, 3-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირდა, დამნაშავედ ცნო და სამივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, დანაშაულის ხანდაზმულობის გამო მათ არ დააპატიმრებენ.

ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას 19 თებერვალს მიმართეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძის მიერ 2022 წლის 12 იანვარს გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრეს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს