სალომე სამადაშვილი - უახლოეს მომავალში ოპოზიცია წარმოვადგენთ დღის წესრიგს რიგგარეშე სესიისთვის, დღის წესრიგშიც იქნება კონკრეტული საკითხები, ისეთი მაგალითად, როგორიც არის საკონსტიტუციო ცვლილებები

უახლოეს მომავალში ოპოზიცია წარმოვადგენთ დღის წესრიგს რიგგარეშე სესიისთვის, დღის წესრიგშიც იქნება კონკრეტული საკითხები, ისეთი მაგალითად, როგორიც არის საკონსტიტუციო ცვლილებები, - ამის შესახებ „ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში, ოპოზიციონერ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ლელო" და ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი „ქართული ოცნების" შემოთავაზებულ გეგმაში მონაწილეობას არ მიიღებს, „რადგან ეს სიმულაციური პროცესია, რეალურად კი არსებობს შემუშავებული კანონპროექტები, რომლის მიღებაც რიგგარეშე სესიაზე უნდა მოხდეს“.

„კობახიძემ წარმოადგინა დროის გაყვანის და ფუჭად დაკარგვის გეგმა, რადგან არანაირი კომისიების შექმნა და კომისიებში მუშაობა არ სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ამიტომ ოპოზიციამ დაიწყო მუშაობა, ეს არის პროცესი, რომელიც გარკვეული პერიოდი გაგრძელდება, რომლის ბოლოსაც, უახლოეს მომავალში ჩვენ წარმოვადგენთ დღის წესრიგს რიგგარეშე სესიისთვის, რომლის დღის წესრიგშიც იქნება კონკრეტული საკითხები, ისეთი მაგალითად, როგორიც არის საკონსტიტუციო ცვლილებები და სხვა საკითხები, რომელზეც კომისია კი არ უნდა შევქმნათ, არამედ არის გამზადებული ინიციატივები, კანონპროექტები, რომელსაც პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს და დაამტკიცოს. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ მოვითხოვოთ უმრავლესობის მხრიდან პარლამენტის დღის წესრიგის მორგება ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების დღის წესრიგისთვის და არა სიმულაციური პროცესი, რომ თითქოს რაღაც ხდება, რაც ევროკავშირის მოთხოვნებს ეხმიანება,"- განაცხადა სამადაშვილმა.

პარლამენტში ოპოზიციური ჯგუფების შეხვედრა გაიმართა, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატებმა ევროკომისიის მოთხოვნებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან