შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის მიერ „არტფარმა“ წლის ლიდერ კომპანიად დასახელდა

ფარმაცევტული კომპანია „არტფარმა“ შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის ყურადღების ქვეშ მოექცა და წლის ლიდერი კომპანიის სტატუსი მოიპოვა.

საერთაშორისო ჯილდო "Leader of the Year" კომპანიის წლიურ ბრუნვას, დასაქმებული ადამიანების რაოდენობასა და სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილ გადასახადებს ეფუძნება, ამასთანავე მნიშვნელოვნად იქნა მიჩნეული 2020-2021 წლის COVID-19 პანდემიის დროს „არტფარმას“ მიერ განხორციელებული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი „LIVEმედი“, რომელმაც ათასობით ადამიანს შესაძლებლობა მისცა, ონლაინ სივრცეში დაემყარებინა კომუნიკაცია ექიმთან, გაევლო უფასო კონსულტაცია, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისგან ლაივ რეჟიმში მოესმინა აქტუალურ თემებზე ინფორმაცია და სახლიდან გაუსვლელად მიეღო დაგროვილ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები.

“არტფარმა“ ინოვაციური ფარმაცევტული კომპანიაა, რომლის მისიაა, საქართველოში ხელმისაწვდომი გახადოს ევროპული, მაღალი ხარისხის მედიკამენტები და იზრუნოს მოსახლეობის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაზე. ჩვენ ვემსახურებით ჯანმრთელობას და შესაბამისად, როდესაც დავინახეთ, რომ პანდემიამ და სახლში ჩაკეტილობამ ექიმი და პაციენტი დააშორა ერთმანეთს, რამაც მთელი რიგი პრობლემები შექმნა ჯანდაცვის სისტემაში, გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ისეთი რამ, რაც ამ ორ რგოლს ერთმანეთს ვიზიტის გარეშე დააკავშირებდა. პროექტი „LIVEმედი“ სოციალურ მედიაში შექმნილი პირველი ონლაინ სამედიცინო პლატფორმაა, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფასო კონსულტაციის გავლის შესაძლებლობა მათთვის საჭირო მიმართულების სპეციალისტთან მივეცით. „LIVEმედის“ განვითარებასა და წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ენიჭებათ და მადლობელი ვარ, რომ ამ მნიშვნელოვან წამოწყებაში ყველა წამყვანი ექიმი გვერდით დაგვიდგა. პანდემიაში ერთად ათასობით ადამიანს მივაწოდეთ სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფორმაცია და ვფიქრობ, ეს ჯილდოც ღირსეულად დავიმსახურეთ, რომელიც ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს ეკუთვნის“, - აცხადებს „არტფარმას“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ლიკა ლობჟანიძე.

„ბიზნეს კომპანიების წარდგენა საერთაშორისო ჯილდოზე ობიექტური რანჟირების საფუძველზე ხდება და მოიცავს ყველა სფეროს საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის მიხედვით. რეიტინგები სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საჯარო მონაცემებზე დაყრდნობით დგება, რომლებიც შემდგომში NBR-ის მეთოდოლიგიით ბიზნეს რეიტინგების კავშირის ცენტრალურ ოფისში მუშავდება, რაც შერჩევის დროს სუბიექტურ დამოკიდებულებას სრულად გამორიცხავს. წელს ქართული და უკრაინული კომპანიები დავაჯილდოვეთ. მოხარული ვართ, რომ ჩამონათვალში შევიდა კომპანია „არტფარმა“, რომელიც არა მხოლოდ წლიური მონაცემებით არის საინტერესო და ლიდერის სტატუსის მქონე, არამედ განხორციელებული საქმიანობითაც. მნიშვნელოვანია, რომ არტფარმას“ ჯილდო, სახელწოდებით "Leader of the Year", WIPO-ს (World international patent organization) პატენტის მქონეა“, - აღნიშნავს ბიზნეს რეიტინგების კავშირის და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, მაკა კუტუბიძე.

„არტფარმა“ განაგრძობს ჯანმრთელობაზე ზრუნვას და მისი პროფილის ფარგლებში, მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა დაავადების პრევენციისკენ მიმართულ კამპანიებს, საქართველოში ნერგავს ინოვაციურ, ევროპულ, მაღალი ხარისხის მედიკამენტებსა და საკვებ დანამატებს, რომელთაც გააჩნიათ მაღალი თერაპიული ეფექტიანობა და შეუძლიათ პაციენტების ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება.

(R)

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს