ფოთის მერი XI  მსოფლიო ურბანულ ფორუმს დაესწრო

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე, XI მსოფლიო ურბანულ ფორუმს დაესწრო.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფორუმი, „კლიმატისა და ენერგეტიკის საკითხებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მერების შეთანხმების“ პროექტისა და ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში წარიმართა. 28 ივნისიდან 02 ივლისის ჩათვლით, ღონისძიების მასპინძელი პოლონეთი, ქალაქი კატოვიცე გახლდათ.

„ფოთი, 2017 წლიდან არის ევროკავშირის ინიციატივის „მერების შეთანხმების“ ხელმომწერი მუნიციპალიტეტი. ფორუმზე, მერების გლობალური შეთანხმების ფარგლებში, განიხილეს:

ენერგო ხელმისაწვდომობის დაგეგმვა, კლიმატის ცვლილებების შესწავლის გაუმჯობესება;

მწვანე, მდგრადი და გამძლე ურბანული ტერიტორიების ჩამოყალიბება ევროპაში 2030 წლისთვის;

უთანასწორობის აღმოფხვრა მდგრადი ინფრასტრუქტურის მეშვეობით;

როგორ შევქმნათ გრძელვადიანი სტრატეგიები ურბანული მომავლისთვის და სხვა.

ფორუმის მსვლელობისას მოეწყო გამოფენები და სხვადასხვა ღონისძიება, ჩატარდა მასტერკლასები ურბანული დაგეგმარების საკითხებზე.

ფოთის მერი, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად დაესწრო ფორუმს. მონაწილეებმა ერთმანეთს, თავიანთი ქალაქების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე გაუზიარეს ინფორმაცია.

მსოფლიო ურბანული ფორუმი, ტრადიციულად, ორ წელიწადში ერთხელ იმართება. მისი მიზანია უსაფრთხო, მშვიდი, მდგრადი და ინკლუზიურად განვითარებული ქალაქების ჩამოყალიბება”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა