ქარელთან მომხდარი ავარიის შედეგად 5 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი დაშავდა

ქარელთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის ერთი მცირეწლოვანია. ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რა დროსაც ავტომობილში მყოფმა 5-მა პირმა, მათ შორის 8 წლის ბავშვმა და 21 წლის ახალგაზრდამ სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.
შემთხვევის შედეგად დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ქარელის კლინიკებში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა.
ქარელის ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, ზაქრო მეყანწიშვილის განცხადებით, იგეგმება ერთ-ერთი პაციენტის, 41 წლის ქალის გადაყვანა თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში.

























