საქართველოსა და აშშ-ის ერთობლივი პროექტის „დიალოგი და განსხვავებას“ დასკვნითი ღონისძიება გორში გაიმართა

საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი პროექტის „დიალოგი და განსხვავებას“ დასკვნითი ღონისძიება გორში, კულტურის ცენტრში გაიმართა.

გორის მერიის ინფორმაციით, პროექტში მონაწილე ახალგაზრდებმა მაყურებელს ფორუმ-თეატრი წარუდგინეს. წარმოდგენის შემდეგ, პროექტის ორგანიზატორებთან და მონაწილეებთან დისკუსია გაიმართა.

ღონისძიებას გორის მერიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ამერიკის საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, მოზარდები 3 დღის განმავლობაში ეუფლებოდნენ ფორუმ თეატრის, ფილმის გადაღებისა და ინტერვიუს ტექნოლოგიებს.

ვორქშოფებს, ამერიკელი ხელოვანები ქართველ კოლეგებთან ერთად უძღვებოდნენ და ახალგაზრდებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელოვნების სწავლების აპრობირებულ მეთოდებს სთავაზობდნენ.

საერთაშორისო პროექტი გორში, გორის მერიის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „Helping Hand” - მა “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრთან“ (CSDC) პარტნიორობით განახორციელა.

პროექტი გორის გარდა, თბილისსა და ზუგდიდში ხორციელდება.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს