სერგო ჩიხლაძე - გამოსავლად არ მიგვაჩნია, რომ მთავრობას დღეს შერცხვება და რეფორმებს ჩაატარებს - 100-ჯერ შევთავაზეთ მუშაობის სხვადასხვანაირი ფორმატი, არაფერზე არასდროს წამოვიდა და რატომ გვაქვს მოლოდინი, რომ რაღაცას გააკეთებს?

მთავრობას ასჯერ შევთავაზეთ მუშაობის სხვადასხვანაირი ფორმატი, არაფერზე არასდროს წამოვიდა და ახლა რატომ გვაქვს მოლოდინი, რომ ის რაღაცას გააკეთებს?! - იგივე განცდა აქვთ ევროკავშირში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ევროპის გზაზე, ოპოზიციას პოლიტიკურ დღის წესრიგს აქვს, რომელსაც საზოგადოებას მალე შესთავაზებენ.

„გამოსავლად მიგვაჩნია არა ის, რომ „ქართულ ოცნებას“ დღეს შერცხვება რაღაცის და რეფორმებს ჩაატარებს, რაც 10 წელი არ ჩაუტარებია. მთავრობას ასჯერ შევთავაზეთ მუშაობის სხვადასხვანაირი ფორმატი, არაფერზე არასდროს წამოვიდა და ახლა რატომ გვაქვს მოლოდინი, რომ ის რაღაცას გააკეთებს?! - მარტივი ტესტია, რომ პოლიტიკური ნება აჩვენოს, იგივე განცდა აქვთ ევროკავშირში, ევროკომისიასა და პარლამენტში. პოლიტიკურ პარტიებს ჩვენი გეგმები გვაქვს. პოლიტიკურ დღის წესრიგს აუცილებლად შემოგთავაზებთ, უბრალოდ გვინდა, რომ კარგად მომზადებულები ვიყოთ, არ იყოს ცრუ მოლოდინი. ჩვენ გვექნება კარგი სტრატეგია, რომელიც რამდენიმე სხვადასხვა გეგმისგან და მიმართულებისგან იქნება შედგენილი“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს