ახალ ხიბულაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის სავარდიოს უბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

ხობის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით, ორ ეტაპად განხორციელდა.

რეაბილიტირებული გზა ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ დაათვალიერეს.

„პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 989 ათასი ლარი შეადგინა. 2.4 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ეზოებში შესასვლელები და ამოიწმინდა კიუვეტები.

მიმდინარე წელს შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები საჯიჯაოს, ჭალადიდის და ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელდა; ხოლო, ძველ ხიბულაში და შუა ხორგა - ახალსოფლის დამაკავშირებელ გზაზე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა