„ვენდისში“ კრიპტოვალუტით გადახდა უკვე შესაძლებელია

„ვენდის“ საქართველოს წარმომადგენლობა ერთგულ მომხმარებელს უკვე კრიპტოვალუტით გადახდის შესაძლებლობას აძლევს. ამერიკული რესტორნების ქსელში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ვენდის“ რესტორანი პირველი ობიექტია, სადაც კრიპტომფლობელები ნებისმიერ მენიუს 5 ტიპის კრიპტოვალუტით შეიძენენ. უახლოეს დროში გადახდა კრიპტო ელექტრონული საფულედან „ვენდისა“ და „დანკინის“ სრულ ქსელში იქნება შესაძლებელი ეროვნული ვალუტის ექვივალენტი საუკეთესო კურსით. ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ პირველი საცალო ქსელია საქართველოში, სადაც კრიპტოგადახდების მიღება ხდება.

„ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ პირველი საცალო ქსელია საქართველოში, სადაც უგემრიელესი მენიუს ღირებულების გადახდა უკვე კრიპტოვალუტითაა შესაძლებელი. მოხარული ვართ, რომ ინოვაციურ სერვისებს ქართულ სტარტაპ „სითი ფეისთან“ ერთად ვნერგავთ. კრიპტომფლობელები მალე DUNKIN-ში და „სმარტშიც“ შეძლებენ კრიპტოვალუტით გადახდას. აღნიშულ სიახლეს უკვე ძალიან კარგი გამოხმაურება და მაღალი დაინტერესება მოჰყვა, რაც სასიხარულოა. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ, რომ ჩვენმა მომხმარებლებმა კომფორტულად მიიღოს უმაღლესი ხარისხის პროდუქტი და მომსახურება. შესაბამისად, ისედაც ყველასათვის საყვარელი თავშეყრის ადგილი, ახლა უკვე კრიპტომფლობელებისთვისაც კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა“, აცხადებს „ვენდისა“ და “დანკინის“ მარკეტინგის დირექტორი ლევან ედიშერაშვილი.

„ვენდისში“ კრიპტოვალუტით გადახდის განხორციელება კრიპტო პოს-ტერმინალის მოწყობილობაზე QR კოდის სკანირებით უმარტივესად ხდება და ნებისმიერი კრიპტო-საფულით არის შესაძლებელი.

"CityPay.io ერთის მხრივ, კომპანიებს სთააზობს მიიღონ კრიპტოვალუტა, როგორც გადახდის ალტერნატიული საშუალება. მეორე მხრივ, კრიპტომფლობელებს აძლევს შესაძლებლობას კრიპტო გამოიყენონ ყოველდღიური შენაძენებისთვის. „ვენდისთან“ პარტნიორობა ჩვენთვის კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია, რომ ციფრული ვალუტით გადახდები უფრო მასშტაბური გავხადოთ და შევქმნათ უფრო დიდი კრიპტო ეკოსისტემა რეგიონში", - აცხადებს CityPay.io თანადამფუძნებელი ბექა ქემერტელიძე.

„ვისოლ ჯგუფმა“ საქართველოში “ვენდის" განვითარება 2013 წელს დაიწყო. დღესდღეობით „ვენდის“ 12 რესტორანია ყველასათვის საყვარელი თავშეყრის ადგილი მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც შესვლის პირველივე ნაბიჯიდან გრძნობენ, რომ „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“. ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ იმპორტი ქართული პროდუქტებით 2015 წლიდან ჩაანაცვლა და ერთგულ მომხმარებელს ახლა უკვე ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით დამზადებულ უგემრიელეს კერძებს სთავაზობს. მიმდინარე წლის ბოლომდე „ვენდი“ საქართველოში ქსელის კიდევ 5 რესტორნით გაზრდას გეგმავს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

რუსუდან კბილაშვილი

საზოგადოებასთან ურთიერთობის და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სამსახურის ხელძღვანელი

ტელ: (995 322) 915 315/250;; მობ: (995 599) 320412

E-mail: pr@wissol.ge

(R)

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს