ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო

ხმაური და დაპირისპირება იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე. საკრებულოს დარბაზში ისმოდა შეძახილები: „სააკაშვილის მონები“, „ქართული ოცნების" ზონდერები, „ომის პარტია", „ბორინკა ივანიშვილის დავალების შემსრულებლები".

სხდომა ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. ხმაური ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დავით მჟავანაძის განცხადებას მოჰყვა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ოზურგეთში, ეკლესიის ეზოში მოსახლეობასთან ევროინტეგრაციის თემაზე შეხვედრას მართავდნენ, რა დროსაც მისივე განცხადებით, მათთან,, ქართული ოცნების“ წევრები მივიდნენ და შეხვედრის ჩაშლა სცადეს. მჟავანაძის განცხადების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

შეგახსენებთ, აქციის „შინ ევროპისკენ“ წინა დღეებში ოზურგეთში გამართული პროევროპული საინფორმაციო კამპანიის დროს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, მოქალაქეებთან შეხვედრებში ხელს საჯარო მოხელეები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები უშლიდნენ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა