ზურაბ აბაშიძე ევროპის გაფართოების დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე, მონაწილეობას იღებს ევროპის რეგიონთა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის (CORLEAP) დელეგაციის ხელმძღვანელის სტატუსით, ბრიუსელში, ევროპის გაფართოების დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში, რომელიც პარალელურ რეჟიმში მიმდინარე რამდენიმე პლენარულ სესიად იყოფა და ძირითადი აქცენტები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივებზე და ქვეყნებში ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე მსჯელობას დაეთმობა.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მსვლელობისას, დაგეგმილია დებატები, რომლებშიც ზურაბ აბაშიძე, კიევისა და სელემეტის მერებთან - ვიტალი კლიჩკოსა და ტატიანა ბადანთან, ასევე ზალცბურგის სახელმწიფო პარლამენტის წარმომადგენელ, ფრანც შაუსბერგერთან და უკრაინის მხარდამჭერი ჯგუფის ხელმძღვანელ, გეორგ ზიგლერთან ერთად, ჩაერთვება.

მათივე ცნობით, ორდღიან შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოება ახალგაზრდობის ევროპული წლის ფარგლებში მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზეც იმსჯელებს და საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ევროპული პროგრამების ხელმისაწვდომობაზე ორიენტირებულ პროგრამებს განიხილავს.

ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილებით, 2022 წელი ახალგაზრდობის ევროპულ წლად გამოცხადდა და შესაბამისად, წელს დაგეგმილი ღონისძიებები ევროპელი ახალგაზრდების საჭიროებებისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით განხორციელდება.

ევროპის გაფართოების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომელიც 6-7 ივლისს ჩატარდება, ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართება.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო