შალვა პაპუაშვილი - თემატური მოკვლევა საინტერესო პროცესია, რომელიც ჩართულობას, საჯარო განხილვებს და სხვადასხვა მოსაზრების მოსმენას გულისხმობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად სამცხე-ჯავახეთში იმყოფება. პარლამენტის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო ხერთვისის ციხეზე გამართულ პრეზენტაციაში, რომელიც პარლამენტის კულტურის კომიტეტმა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სტატუსის მქონე საფორთიფიკაციო ნაგებობების კონსერვაცია/რესტავრაცია და ფუნქციური რევიტალიზაციასთან დაკავშირებით თემატური მოკვლევის ჯგუფის ფარგლებში გამართა.

„ეს ის მემკვიდრეობაა, რომელიც ჩვენთვის იყო ყოველთვის ისტორიულად მნიშნელოვანი და ჩვენ, ჩვენი ბავშვობიდან ამ ძეგლების ისტორიით, მათი დათვალიერებით გავიზარდეთ. მნიშვნელოვანი არის, რომ ამ ძეგლებს ჰქონდეთ ის ფუნქცია, რომელიც უფრო მეტ ადამიანს დააინტერესებს, მიიყვანს თავისთან და ადამიანს ექნება სურვილი, რომ არა მხოლოდ წიგნებში ამოიკითხოს ამა თუ იმ ციხესიმაგრის ისტორია, არამედ თვითონ დაათვალიეროს და იყოს რაღაცის ნაწილი“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თემატური მოკვლევა საინტერესო პროცესია, რომელიც ჩართულობას, საჯარო განხილვებს, სხვადასხვა მოსაზრების მოსმენას გულისხმობს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს