კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 183-ე კილომეტრზე (კალა-უშგული) ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე მიწა-კლდის მასის ჩამოშლის გამო, აკრძალული იყოს ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

























