კრიტერიუმები, რომლებიც საინვესტიციო აპარტამენტის წარმატებას განსაზღვრავს

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში იანვარ-აპრილის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 582 297 301 აშშ დოლარი შეადგინა. 2021 წლის იანვარ-აპრილის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 478 886 422 (+463.1%) აშშ დოლარით. სექტორის მზარდი დინამიკიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად იზრდება აპარტამენტების ბიზნესი. ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იწყებს საცხოვრებელი და დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობას, რომელშიც აპარტამენტები საინვესტიციო მიზნით იყიდება.

აპარტამენტების საინვესტიციოდ შეძენა მომგებიანი საქმიანობაა, თუმცა სტაბილურად მაღალი შემოსავალი რომ მიიღოთ, აუცილებელია რამდენიმე ძირითადი საკითხი გაითვალისწინოთ. „ტოპლაინ ქონსთრაქშენი“, რომელიც ამჟამად 5 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს და შეკვეთილში პირველ პრემიუმ კლასის საცხოვრებელ და დასასვენებელ კომპლექსს FIDELIO-ს აშენებს, გირჩევთ, რა უნდა გაითვალისწინოთ, ვიდრე საინვესტიციო აპარტამენტს შეიძენთ.

„ტოპლაინ ქონსთრაქშენის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რუსა მამასახლისი განმარტავს, რომ დღეს საქართველოში აპარტამენტებზე მოთხოვნა მართლაც მაღალია და ის სხვადასხვა სეგმენტზე ნაწილდება.

„არიან მომხმარებლები, რომელთა პრიორიტეტი სასტუმროს ტიპის აპარტამენტია, რათა მათი შენახვა, მოვლა და გაქირავება დისტანციურად შეძლონ. გარკვეული ტიპის კატეგორია უპირატესობას ანიჭებს დამოუკიდებელი კორპუსის ბინებს, თეთრი კარკასის მდგომარეობით, რაც პირველ ეტაპზე მინიმალურ ბიუჯეტთან არის დაკავშირებული. თუმცა უფრო ხშირად ირჩევენ სასტუმროს ტიპის აპარტამენტებს, სადაც ერთ სივრცეში რამდენიმე აქტივობაა განსაზღვრული, შესაბამისად ინფრასტრუქტურა და მომსახურება ერთიანდება სრულ პაკეტში. ნებისმიერ შემთხვევაში აპარტამენტი საინვესტიციოდ მომგებიანი რომ იყოს, გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ადგილმდებარეობა. თუ, პირობითად, ზღვისპირეთში განიხილავთ ბინის შეძენას, ის აუცილებლად ზღვასთან ახლოს უნდა იყოს. ტყის სიახლოვე კი დამატებითი უპირატესობაა, რაც დღეს იშვიათ ფუფუნებად ითვლება,“ - აცხადებს რუსა მამასახლისი.

მისივე განმარტებით, ინვესტიციის ჩადება მომგებიანია როგორ სტუდიოს ტიპის, ასევე დამოუკიდებელ საძინებლიან აპარტამენტებში. ყურადღება აუცილებლად უნდა მიექცეს ხარისხსა და სამშენებლო კომპანიის სანდოობას.

არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე უფრო ხშირად მფლობელს საინვესტიციო აპარტამენტისგან შორს უწევს ყოფნა, ამიტომ მისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს, რომ კომპანიამ თავადვე აიღოს პასუხისმგებლობა როგორც მოვლა-შენახვაზე, ასევე გაქირავებაზე.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომელიც აპარტამენტის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, არის რესტორანი. ძალიან პრაქტიკულია, როდესაც კომპლექსში კვების ობიექტიც მდებარეობს. FIDELIO-ს შემთხვევაში უმეტეს მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარა ის ფაქტი, რომ კომპლექსი რესტორანსაც მოიცავს. განსაკუთრებით იმიტომ, რომ შეკვეთილში კარგი რესტორნების დეფიციტია,“ - აღნიშნა რუსა მამასახლისმა.

FIDELIO შეკვეთილში პრემიუმ კლასის აპარტამენტებისგან შემდგარი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსია. მშენებლობა ევროპულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით მიმდინარეობს. სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი 22 პრემიუმ კლასის აპარტამენტისგან შედგება. აპარტამენტის მინიმალური ფართი 30.7 კვადრატიდან იწყება. გარდა ამისა FIDELIO აერთიანებს ღია საცურაო აუზს, მოსასვენებელ სივრცეს, ბავშვთა გასართობ ტერიტორიას, იზოლირებულ სივრცეს ოთხფეხა მეგობრებისთვის და დამატებით რეკრეაციულ ზონას. აპარტამენტები მფლობელებს 2022 წლის შემოდგომაზე ბარდება. პირველი დამსვენებლების მიღებაც ამავე პერიოდში იქნება შესაძლებელი.

FIDELIO-ში წლიურად 22 000 ლარიდან შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი. საუკეთესო მდებარეობა, ზღვისა და ტყის კომბინაცია, კულტურულ-გასართობი ობიექტების სიახლოვე მას ადგილობრივი თუ საერთაშორისო მოგზაურებისთვის სასურველ ლოკაციად აქცევს. კურორტს აქვს მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვის დიდი პოტენციალი.

„ტოპლაინ ქონსთრაქშენში“ აღნიშნავენ, რომ აპარტამენტის შერჩევის დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ლოკაციის სამომავლო პერსპექტივაც.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო