ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ენერგო ეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი "ნამაი ვაკე" მზად არის მცხოვრებლების მისაღებად

22 ივნისს ლიეტუველი არქიტექტორების მიერ დაპროექტებული საცხოვრებელი კომპლექსი “ნამაი ვაკე” საზეიმოდ გაიხსნა. 3-წლიანი მშენებლობის შემდეგ, პროექტი დასრულებულია და მზად არის მცხოვრებლების მისაღებად.

პროექტის გამოკვეთილი თავისებურება ენერგოეფექტურობაა, რაც კარგად ნაფიქრი საინჟინრო გადაწყვეტილებების დამსახურებით, საცხოვრებლის თითოეულ დეტალში იგრძნობა. კომპლექსი აღჭურვილია საკუთარი საქვაბე ოთახით, რომელიც მოსახლეობას სითბოთი და ცხელი წყლით მოამარაგებს, ყველა ბინაში დამონტაჟებულია იატაკქვეშა გათბობის სისტემა, ინდუქციური ელექტროქურა და რეკუპირატორი ტენიანობისთვის, სახურავზე კი — მზის პანელები, რომელთა მიერ გამომუშავებული ენერგია სრულიად საკმარისია საერთო სივრცეების გასანათებლად. “ნამაი ვაკეს” ტერიტორიაზე განთავსებულია წვიმის შემგროვებელი წყლის ავზი, რომელიც კომპლექსს მოსარწყავად და სხვადასხვა საქმიანობისთვის საჭირო ტექნიკური წყლით ამარაგებს.

გარდა ამისა, ბინის ღირებულებაში შედის: 1-3-მდე საპარკინგე ადგილი, სასაწყობე ფართი, კონდიციონერი, სავარჯიშო დარბაზი, კონსიერჟის მომსახურება, ბიზნესშეხვედრების ოთახი მულტიმედია მხარდაჭერით, დაცული და კეთილმოწყობილი შიდა ეზო, სველ წერტილებში ჩაშენებული ავზი, საზაფხულო სივრცეები და სხვა. აქცენტი მაღალხარისხიან ეკომასალებზე, პროგრესული საინჟინრო და არქიტექტურული გადაწყვეტები, მაღალი ენერგოეფექტურობა და უსაფრთხოება, ეს ის პუნქტებია, რომელთა საშუალებითაც “ნამაი ვაკე” მშენებლობის ევროპულ სტანდარტს სრულად აკმაყოფილებს.

„ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ეს გადაწყვეტა მცხოვრებლებისათვის, კომუნალურ მომსახურებაზე ქალაქის მასშტაბით ყველაზე დაბალ გადასახადს უზრუნველყოფს“, – აღნიშნავს მმართველი კომპანიის “ ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის” დამფუძნებელი როლანდას ზახარევიჩუსი.

"ბალტიკ ინვესტმენტ გრუპი" (BI Group) ლიტვური კაპიტალის მქონე კომპანიაა, რომელიც საქართველოსთვის ქმნის სრულიად ევროპული სტანდარტების მქონე უძრავი ქონების პროექტებს. კომპანია მიზნად ისახავს აამაღლოს ხარისხის სტანდარტი ადგილობრივ ბაზარზე. დღეს BI Group აერთიანებს ქართველ და ლიეტუველ პროფესიონალ არქიტექტორებს, ინჟინრებს, გეოლოგებს, კონსტრუქტორებსა და სხვა სპეციალისტებს. BI Group გლობალური ბრენდის, "პრასლასის" შვილობილი კომპანიაა.

"ნამაი ვაკე" ლიეტუვური კაპიტალის მქონე კომპანიის "ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის" პირველი პროექტია.

(R)

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს