მარნეულის კულტურის ცენტრში, ქართული ტრადიციული სიმღერის კონკურს-ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“ დახურვისა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, ა(ა)იპ „დემოსის“ ორგანიზებით, ქართული ტრადიციული სიმღერის კონკურს-ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“ დახურვისა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ მარნეულის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფესტივალი უკვე 6 წელია, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტრადიციულად, ივნისის თვეში, მარნეულში იმართება.

კონკურს - ფესტივალის მიზანს ქართული ტრადიციული სასიმღერო კულტურის შესწავლა - პოპულარიზაცია წარმოადგენს, როგორც ქართველ, ისე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოზარდებში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა